ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ერთ შემთხვევაში იმუშავებს


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ფოტოს გადაღების მომენტში - საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ნიუ-იორკი, აშშ. 27 სექტემბერი, 2024 წ.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ფოტოს გადაღების მომენტში - საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ნიუ-იორკი, აშშ. 27 სექტემბერი, 2024 წ.

კიევისთვის რუსეთის ომის დასრულების მიზნით მიცემული უსაფრთხოების გარანტიები ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი უკრაინას ამ გარანტიებს შეერთებული შტატები მისცემს, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ, მალე შეხვდება.

"ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელია. მე ვგულისხმობ უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომლებსაც შეუძლია რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება", - თქვა მან. განცხადება ზელენსკიმ საავტორო პოდკასტის წამყვან ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც კვირას, 5 იანვარს გამოქვეყნდა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი იმედოვნებს, რომ ტრამპი მოსკოვს ომის დასრულებას აიძულებს.

სამსაათიანი ინტერვიუ, რომელიც პლატფორმა "იუთუბზე" გამოქვეყნდა, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოიყენა, რათა ნატოში უკრაინის გაწევრიანების აუცილებლობისთვის ხაზი გაესვა. მისი თქმით, კიევისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს მხოლოდ სამომავლო იერიშისთვის გაძლიერების საშუალებას მისცემს.

უკრაინის უსაფრთხოება ზელენსკიმ ევროპულ უსაფრთხოებას დაუკავშირა. ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თუკი ვაშინგტონი ნატოს - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას - დატოვებს, რუსეთისგან ევროპის კონტინენტზე მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. "უბრალოდ ვამბობ, რომ თუ ეს მოხდა (აშშ-ის ალიანსიდან გასვლა), პუტინი ევროპას დაანგრევს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ორ თვეზე ნაკლებ დროში, 2025 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის სამი წელი შესრულდება. შეერთებულ შტატებში 47-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა უკრაინისთვის ფართო ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პარალელურად ჩნდება იმის იმედიც, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომი შესაძლოა დიპლომატიური გადაწყვეტილებით დასრულდეს.

როგორ ხვდება უკრაინა 2025 წელს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:49 0:00

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG