ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ევროკავშირის სპეციალურ სამიტზეა მიწვეული


ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერების სპეციალურ სამიტზე მიიწვია. სამიტი 6 მარტს ჩატარდება, რათა ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის სამომავლო მხარდაჭერა განიხილონ.

„ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე“, - თქვა კოსტამ ევროკავშირის ლიდერებისადმი მიწერილ წერილში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შესაძლო ევროპული წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში, რაც აუცილებელი იქნება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად",- ამბობს კოსტა.

კოსტამ, რომელიც ევროკავშირის სამიტებს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ევროკავშირს "უკეთესად აღჭურვილს გახდის, რათა გაუმკლავდეს უსაფრთხოების უახლოეს და მომავალ გამოწვევებს".

XS
SM
MD
LG