ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფოლკსვაგენი ჯარიმას გადაიხდის


გერმანული ავტომწარმოებელი ფოლკსვაგენი ამბობს, რომ 11 მილიონ ავტომობილში პროგრამა იყო ჩამონტაჟებული, რომელიც ამერიკაში არსებული გამონაბოლქვის დონის შესამოწმებელი სტანდარტიზირებული ტესტის შედეგებს აყალბებდა.

კომპანიის ინფორმაციით, ფოლკსვაგენი 7.3 მილიარდ დოლარს გამოყოფს იმისთვის, რომ პროგრამის შესაცვლელი ხარჯები დაფაროს და ამით, მომხმარებლის ნდობა დაიბრუნოს.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ აღიარა, რომ ამერიკის გამონაბოლქვის ტესტებს აყალბებდა, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა მსგავსი გამოძიების ჩატარება ევროკავშირშიც მოითხოვა.

თითოეულ მანქანაში პროგრამის გამოცვლასთან დაკავშირებულ ხარჯთან ერთად, ფოლკსვაგენს $18 მილიარდი დოლარის ოდენობით დაჯარიმებაც ემუქრება. სკანდალის გავრცელების შემდეგ, ფოლკსვაგენის აქციები გლობალური მასშტაბით 20 პროცენტით დაეცა.

კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ტესტირების დროს, მანქანები 40 პროცენტით ნაკლებ გამონაბოლქვს აფიქსირებდა. ის ავტომანქანები, რომლებსაც გამონაბოლქვის კონტროლის სისტემა არ აქვს, ნაკლებ საწვავს მოიხმარს და უკეთესად მუშაობს.

XS
SM
MD
LG