ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ავტომობილების იმპორტზე ტარიფს ამცირებს


პირველი ივლისიდან ჩინეთში იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფი 25 პროცენტიდან 15-მდე შემცირდება. პეკინმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პირობა დადო, რომ იმპორტზე და უცხოელთა საკუთრებაზე არსებულ კაბალურ პირობებს გააიოლებდა. ამას გარდა, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა შეერთებულ შტატებთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკება, რომელიც წარმატებით დასრულდა.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სავაჭრო ომის თავიდან აცილება და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ავტომობილებზე დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფი და სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან ორ ქვეყანას შორის წამყვან სავაჭრო ბარიერს წარმოადგენდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG