ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩინეთთან „სულელურ ვაჭრობას“ საჯაროდ აძაგებს


დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან - მისი სიტყვებით - „სულელური ვაჭრობა“ აძაგა და თქვა, რომ ამერიკელი ავტომწარმოებლები ექსპორტზე დაწესებული დიდი ტარიფებით ზარალდებიან იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები იმპორტირებულ ჩინურ ავტომობილებზე ბევრად ნაკლებ მოსაკრებელს აწესებს.

ტრამპმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „როდესაც ავტომობილი ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იგზავნება, ტარიფის ოდენობა 2,5 პროცენტია. როდესაც ავტომობილი ჩინეთში შეერთებული შტატებიდან იგზავნება, ტარიფი 25 პროცენტია. წააგავს ეს თავისუფალ ან სამართლიან ვაჭრობას? არ, ეს „სულელურ ვაჭრობას“ ჰგავს, რომელიც წლებია გრძელდება!“

ჩინეთის წინააღმდეგ ტრამპის შეტევა იმის მეორე დღეს მოხდა, როდესაც მან იწინასწარმეტყველა, რომ შეერთებული შტატები და ჩინეთი შეძლებდნენ მზარდი დაპირისპირების გადაწყვეტას ასეულობით მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების თაობაზე, რომელთა დაწესებითაც მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა ერთმანეთს ემუქრება.

თუმცა ტარიფებზე დაპირისპირების დასასრული ჯერ არ გამოჩნდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე პირობებში, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG