ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსერვატორთა საერთაშორისო შეხვედრაში ტრამპი და ვენსიც მონაწილეობენ


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კოსერვატორთა პოლიტიკური ქმედების კონფერენციის (CPAC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ოქსონ-ჰილი, აშშ. 20 თებერვალი, 2025 წ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი კოსერვატორთა პოლიტიკური ქმედების კონფერენციის (CPAC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ოქსონ-ჰილი, აშშ. 20 თებერვალი, 2025 წ.

ვაშინგტონთან, ოქსონ-ჰილში კონსერვატორთა საერთაშორისო დონის შეხვედრა დაიწყო. მასში მონაწილეობას შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, არგენტინის, იტალიისა და სლოვაკეთის ამჟამინდელი ლიდერები მონაწილეობენ.

კოსერვატორთა პოლიტიკური ქმედების კონფერენციის (CPAC) შეხვედრებმა სტარტი ხუთშაბათს, 20 თებერვალს აიღო და შაბათს, 22 თებერვალს დასრულდება.

ღონისძიება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გახსნა. სიტყვით ასევე გამოვიდა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი. კონფერენციის მონაწილეები საკითხთა ფართო სპექტრს მიმოიხილავენ, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმებით დაწყებული, კრიპტოვალუტაზე დისკუსიებით დამთავრებული.

ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ისაუბრა ერთ-ერთ სერიოზულ საერთაშორისო საფრთხეზე, რაც ქვეყნებს "შეუმოწმებელი უცხოელი მიგრანტების" ჩასვლით ემუქრება. მან გააკრიტიკა ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და თქვა, რომ ისინი იმიგრაციის პრობლემას თავს ძალზე ცუდად ართმევდნენ.

მან პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად, შეერთებულ შტატებში უსაბუთოდ მყოფი, მილიონობით "უკანონო იმიგრანტების ქვეყნიდან გაყვანა" დაასახელა. "დასავლურ ცივილიზაციას ვერ ავაშენებთ, მილიონობით უკანონო იმიგრანტის დაშვებით", - თქვა ვენსმა და დასძინა, რომ ამერიკას მტკიცე საზღვრები და სუვერენიტეტი ესაჭიროება.

კოსერვატორთა პოლიტიკური ქმედების კონფერენცია (CPAC) ის ორგანიზაციია, სადაც თავის დროზე დონალდ ტრამპი კონსერვატიულ პოლიტიკაში სერიოზულ ფიგურად ჩამოყალიბდა. ის კონსერვატორთა ამ მნიშვნელოვან თავყრილობაში მონაწილეობას ყოველწლიურად იღებდა და პრეზიდენტად არჩევამდე იქ შეკრებილებს სიტყვით ყოველ წელს მიმართავდა.

კონფერენციას წელს სიტყვით ასევე მიმართავენ ვაშინგტონში ჩამოსული უცხოელი ლიდერები: არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო. მასში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და პოლონეთის ყოფილი პრემიერი მატეუშ მორავეცკიც მონაწილეობენ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ბრიტანელი კანონმდებელი ნაიჯელ ფარაჯიც. უნგრეთიდან ვაშინგტონში ჩამოვიდა ბალაც ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პოლიტიკის განყოფილების დირექტორი. ესპანეთიდან კონფერენციაში მონაწილეობს სანტიაგო აბასკალი, ულტრამემარჯვენე პარტიის "ვოქსის" ლიდერი. შეხვედრის დასკვნით დღეს, მონაწილეებს მიმართავს ქერი ლეიქი, პრეზიდენტ ტრამპის რჩეული "ამერიკის ხმის" დირექტორის პოსტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG