ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმა იორდანიის მეფესთან ღაზის მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იორდანიის მეფე აბდულა მეორე. 11 თებერვალი, 2025 წ.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იორდანიის მეფე აბდულა მეორე. 11 თებერვალი, 2025 წ.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულას უმასპინძლა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება იმის თაობაზე, რომ იორდანიამ უნდა მიიღოს პალესტინელები და მხარი დაუჭიროს ამერიკას ღაზის სექტორის განვითარების იდეას.

მან აბდულას უთხრა, რომ ამ გეგმის შედეგები შესანიშნავი იქნება და სულაც არაა "კომპლექსური გასაკეთებელი საქმე".

"ახლო აღმოსავლეთში პირველად დამყარდება სტაბილურობა და პალესტინელები, ან სხვა ხალხი, ვინც ახლა ღაზაში ცხოვრობს, სადმე სხვა მშვენიერ ადგილას იცხოვრებენ. ისინი უსაფრთხოდ იქნებიან", - თქვა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხად თქვა, რომ პალესტინელები იცხოვრებენ იქ, "სადაც თავად აირჩევენ, როგორც ჯგუფი", ეს ადგილი კი შესაძლოა იყოს იორდანიის ან ეგვიპტის ტერიტორიების ნაწილები.

მეფე აბდულამ და ეგვიპტის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის შეთავაზება 2 მილიონამდე პალესტინელის გადასახლების და მათი მეზობელ ეგვიპტესა თუ იორდანიაში დასახლების შესახებ წინადადებები მალევე უარყვეს. მეფე აბდულამ დონალდ ტრამპის მოწოდების მიუხედავად, ჟურნალისტებთან საკუთარ საპასუხო წინადადებაზე არ ისაუბრა და თქვა, რომ დისკუსიებში უნდა ჩაერთონ სხვა არაბული სახელმწიფოებიც. თუმცა აღნიშნა, რომ იორდანია მზადაა ავადმყოფი 2000 ბავშვის მისაღებად.

დონალდ ტრამპს ღაზასთან დაკავშირებული გეგმები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ ამერიკა მას გააკონტროლებს და იქ მშვიდობა დამყარდება.

XS
SM
MD
LG