ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუჭერენ თუ არა რესპუბლიკელები მხარს "ობამაქეარის" ჩანაცვლებას


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, თუ რესპუბლიკელი კანონმდებლები პარასკევს დანიშნულ სხდომაზე მის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ პროგრამას არ დაუჭერენ მხარს, მაშინ ის ყოფილი პრეზიდენტის პროგრამას ე.წ "ობამაქეარს" დატოვებს ძალაში და სხვა საკითხებზე განაგრძობს მუშაობას. თუმცა ჯანდაცვის ახალი კანონმდებლობის მიღება ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო.

გუშინაც კი, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელი კანონმდებლები მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ამ საკითხს, ჯერ კიდევ არ იყო ცხადი, შეგროვდება თუ არა დღეს დასამტკიცებლად საკმარისი ხმები.

ტრამპმა თავისი კონსერვატორი თანაგუნდელების დარწმუნება ვერ მოახერხა. წარმოამდგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის პოლ რაიანის ოფისში შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ სენატორი ბრედლი ბარნი ამბობდა, რომ ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია რესპუბლიკელთათვის:
"ახლა უნდა გამოჩნდეს, ვართ ჩვენ პრეზიდენტის მხარდამჭერები და გვსურს „ობამაქეარის“ ჩანაცვლება თუ ვართ მის წინააღმდეგ და ძველ პროგრამას ვტოვებთ ძალაში“ განაცხადა ბარნმა ოთხშაბათს რესპუბლიკელთა საგანგებო სტრატეგიული შეკრების შემდეგ.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა პოლ რაინმა კი ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ დაპირება, რომელსაც ისინი 7 წელზე მეტი ხანია ამერიკელ ხალხს აძლევენ, ხვალ უნდა შესრულდეს.

დემოკრატები კი მოვლენების განვითარებას აკვირდებიან. უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპმა ახალბედა პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი შეცდომა დაუშვა იმით, რომ კენჭის საყრელად წარმოადგინა კანონპროექტი მაშინ, როდესაც მის შესახებ პარტიის შიგნით ჯერ კიდევ არ არსებობდა კონსესუსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG