ვაშინგტონი —
10 აპრილს, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სენატორმა ქრისტოფერ მერფიმ რუსეთის ქმედებების შედეგად ევროპაში შექმნილი ვითარების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლი კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს. მან თქვა, რომ ის შეხედულება, რომლის თანახმადაც რუსეთი საშიშროებას აღარ წარმოადგენდა და საფრთხის წყაროები უკვე ევროპის გარეთ იყო გადანაცვლებული, არასწორი აღმოჩნდა.
მან თქვა, რომ ნატოს ალიანსმა დროის გამოცდას კარგად გაუძლო, პუტინმა კი მისი არსებობის გაგრძელების მყარი გარანტია შექმნა.
სენატორის აზრით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სამი მიმართულებით ახლავე უნდა დაიწყოს მოქმედება.
პირველი მიმართულებაა, ევროპაში სამხედრო ყოფნის გაძლიერება, რაც იქ განლაგებული სამხედრო კონტინგენტის გაზრდით უნდა მოხდეს. მისი აზრით, მოკავშირეებისთვისაც და მოწინააღმდეგებისთვისაც ეს სწორი გზავნილი იქნება.
მეორე მიმართულება, რუსეთისთვის ყოველგვარი სამხედრო შეიარაღების მიყიდვის შეწყვეტა უნდა იყოს. მან კონკრეტულად მოიხსენია ფრანგული „მისტრალი“-ს ტიპის ხომალდის რუსეთისთვის მიყიდვა და საფრანგეთს ამ გადაწყვეტილების სერიოზული გადახედვისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ამ ტიპის ხომალდი ზუსტად ისეთი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი, როგორიც რუსეთმა ყირიმში ჩაატარა.
სენატორმა მესამე მიმართულებად, საქართველოსთვის მაპის დაუყოვნებლივი მინიჭება დაასახელა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ ეს საკითხი უელსის მომავალი სამიტისთვის პრიორიტეტულად განიხილოს. მან თქვა, რომ პუტინმა უნდა დაინახოს, რომ მისი ყოველგვარი მცდელობა, გავლენა მოახდინოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოებზე, სრულიად უკუშედეგის მომტანია.
საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ საქართველოში ესმით ის მოვლენა, რომ ამ საკითხზე ალიანსში ერთსულოვნება არ არის და ნატოს ქვეყნებთან მუშაობა თბილისს კიდევ მოუწევს. "შეერთებული შტატები საქართველოს ამ საქმეში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უკვე ახლოს არის და ვიმედოვნებთ, რომ ამას დადებითი გავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ იგივე ქვეყნები, თუ ალიანსისთვის რამდენად ღირებული იქნება საქართველოს წევრად მიღება."