თუკი, ადრე მოსკოვი ავღანეთში ამერიკელთა ყოფნას აპროტესტებდა, ამჟამად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვაშინგტონს ავღანეთში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი იმ გეგმასაც ამზადებს, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელთა გასვლის შემთხვევაში დასჭირდება. დეტალებს მოსკოვიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.
პრეზიდენტ პუტინს ულიანოვსკში ელიტარული სადესანტო დანაყოფის პარაშუტისტები დახვდნენ. პრეზიდენტი მოსკოვსა და ავღანეთს შორის მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზას ეწვია. 1980-იან წლები ეს ბაზა მნიშვნელოვან როლს ასრულდებდა ავღანეთში საბჭოთა დანაყოფების გაგზავნის საქმეში. ამჯერად კი, აქედან ავღანეთში მყოფი ნატოს ძალები მარაგდება. ულიანოვსკი ლენინის დაბადების ადგილია, ამიტომ კომუნისტებისთვის აქედან ნატოს ჯარების მომარაგება დაუშვებელია. ულიანოვსკში გამართულ მიტინგზე, კომუნისტებმა განაცხადეს, რომ რუსულ მიწაზე ნატოს ჩექმის დადგმა სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს.
პრეზიდენტმა პუტინმა კი, ავღანეთში საბჭოთა კამპანიის დროს პარაშუტისტების როლი გაიხსენა.
ამის შემდეგ მან მედესანტეებს კითხა სურთ თუ არა კვლავ ავღანეთში წასვლა. პასუხი იყო უარყოფითი, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისჯაცები იქ არ უნდა დაბრუნდნენ და უმჯობესია ნატოს ჯარისკაცებმა იომონ, რადგან მათ აწიეს ეს ტვირთი და ბოლომდე უნდა ატარონ.
მოსკოვის კარნეგის ცენტრის შუა აზიის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო ამბობს, რომ პუტინის განცხადება რუს მსმენელზე იყო გათვლილი.
„ეს არის საკითხი, სადაც რუსეთის არმიას, რუსულ საზოგადოებას უნდა უჩვენონ, რომ ამერიკელებზე უფრო ჭკვიანები ვართ. ისინი ჩაფლულნი არიან ავღანურ პრობლემატიკაში, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, თუმცა ამავე დროს მათზე ვიცინით, რადგან ისინი ისეთივე შეცდომას უშვებენ, როგორიც ჩვენ დავუშვით საბჭოთა კავშირის დროს,“ - ამბობს მალაშენკო.
თუმცა, მოსკოვში კარგად იციან, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა უკვე დაწყებულია. ორშაბათს თავის სამხედროები უკან გაიწვია ბელგიამ. წლის ბოლომდე, ავღანეთს ამერიკელთა კონტინგენტის ერთი მესამედი დატოვებს. საპასუხოდ, რუსეთი უკვე ამუშავებს სტრატეგიას, რომელიც ავღანეთიდან დასავლეთის ჯარების გაყვანის შემდეგ უნდა ამუშავდეს. ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან სამხედრო თანამშრომლობა ამ სტრატეგიის ნაწილია. რუსეთს ავღანეთიდან ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელება აშფოთებს. ყირგიზეთის შიგნით მოქმედი ისლამისტების რაოდენობა უკვე აღწევს 1500 ადამიანს. ტაჯიკეთში კი სამთავრობო ძალები ავღანეთის საზღვართან ორი კვირა ებრძოდნენ ისლამისტებს. შედეგად 50 ექტსრემისტი მოკლეს. დუშანბემ განაცხადა, რომ ავღანეთიდან 400 კაცზე მეტი გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში უფრო მეტი ტაჯიკი ცხოვრობს, ვიდრე თავად ტაჯიკეთში. ამავდროულად, ტაჯიკეთში 6000 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.
საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის ანალიტიკოსი ანდრეი კაზანცევი ამბობს,რომ მოსკოვი ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრის გამაგრებას გეგმავს. ამავდროულად კრემლი ნატოს ავღანეთში ბრძოლების გაგრძლებისკენ აქეზებს. ასევე, ემზადება იმ ვითარებისთვის, რომელიც 1990-იან წლებში იყო, როდესაც მოსკოვი ჩრდილოეთის ალიანსს უჭერდა მხარს და ამით ტაჯიკეთსა და ავღანეთს შორის ბუფერული ზონა ჰქონდა შექმნილი.