ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პარლამენტის გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.
პარლამენტმა შაბათს თავდაცვის მინისტრის, აბდულ რაჰიმ ვარდაკის და შინაგან საქმეთა მინისტრის, სისმილა მუჰამადის სამსახურიდან დათხოვას მისცა ხმა. კაბინეტში წამყვანი ძალოვნების გათავისუფლება უკანასკნელ ხანს სასაზღვრო ზონაში მომხდარ თავდასხმათა სერიას უკავშირდება, რომელიც პაკისტანს ბრალდება.