ნიკარაგუაში სანდინისტური რევოლუციის 40-ე წლისთავის მასშტაბური ზეიმი დიდი გაუგებრობით დასრულდა. ქვეყნის დიქტატორი დანიელ ორტეგა მანაგუას ცენტრალურ მოედანზე ერთადერთი პრეზიდენტი აღმოჩნდა. ორტეგა იძულებული გახდა, "სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის" (FSLN) პომპეზურად ორგანიზებულ მრავალათასიან მიტინგზე, სიტყვა ოსი სეპარატისტების ლიდერ ანატოლი ბიბილოვისთვისაც კი მიეცა.
ოფიციალური მიწვევის მიუხედავად, მანაგუაში ორტეგას რეჟიმის მოკავშირე არცერთი ქვეყნის პრეზიდენტი და არც მისი პირადი მეგობრები ჩავიდნენ. მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატი, გვატემალელი უფლებადამცველი, მაიას ტომის კიჩეს ხალხის წარმომადგენელი რიგობერტა მენჩუ.
რუსეთმა ნიკარაგუაში სახელმწიფო დუმის მცირერიცხოვანი ჯგუფი გააგზავნა, სადაც სამი დეპუტატის გარდა, აფხაზი და ოსი სეპარატისტებიც შედიოდნენ. ყოველკვირეულ გაზეთ Confidencial-თვის მიცემულ ინტერვიუში, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და ნიკარაგუას ყოფილი ელჩი აშშ-ში, დოქტორი კარლოს ტიუნერმანი ამბობს:
ბოლო 40 წლის მანძილზე ორტეგა პირველად მარტო დარჩა. 19 ივლისს იგი მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა. მის გვერდით არ იდგნენ კუბის, ვენესუელას, ბოლივიის, სალვადორისა და ჰოლდურასის ლიდერები, არ იყო რუსეთის მთავრობის დელეგაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს რომ ორტეგას ნიკარაგუა და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმანეთს კიდევ უფრო შორდებიან“კარლოს ტიუნერმანი, ნიკარაგუას ყოფილი ელჩი აშშ-ში
„ბოლო 40 წლის მანძილზე ორტეგა პირველად მარტო დარჩა. 19 ივლისს იგი მთლიანად იზოლირებული აღმოჩნდა. მის გვერდით არ იდგნენ კუბის, ვენესუელას, ბოლივიის, სალვადორისა და ჰოლდურასის ლიდერები, ჰავანამ და კარაკასმა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტები გამოგზავნეს, არ იყო რუსეთის მთავრობის დელეგაცია. დელეგაცია საერთოდ არ ჩამოვიდა ბოლივიიდან. არ იყვნენ ორტეგას მეგობარი ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი მეგობრები, კათოლიკური ეკლესიის მღდელმსახურები. ირანის საგარეო მინისტრი მხოლოდ 21 ივლისს გვწევია. ეს ყველაფერი აჩვენებს რომ ორტეგას ნიკარაგუა და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმანეთს კიდევ უფრო შორდებიან“ - აღნიშნა ტიუნერმანმა.
ოკუპანტი რუსეთის შემდეგ, ნიკარაგუელი დიქტატორი ორტეგა პირველი იყო, რომელმაც 2008 და 2009 წლების სექტემბერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უკანონოდ „აღიარა“. საპასუხოდ თბილისმა მანაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ეს მეორე შემთხვევაა, როცა სეპარატისტების ლიდერები ნიკარაგუაში ჩადიან. 9 წლის უკან, 2010 წლის ივლისში სანდინისტური რევოლუციის 31-ე წლისთავზე, მანაგუაში სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითიც იმყოფებოდნენ.
ამჯერად, დანიელ ორტეგამ აფხაზ სეპარატისტთა ე.წ „საგარეო მინისტრს“ და ოს სეპარატისტთა ლიდერს უმასპინძლა. მანაგუას ცენტრალურ მოედანზე გამოსვლისას ანატოლი ბიბილოვმა საბჭოთა კავშირის მიერ სანდინისტების მხარდაჭერა გაიხსენა:
შორეულ, 1960-70-იან წლებში, ჩვენ ქვეყანაში, ყველა ადამიანი თანაუგრძნობდა ნიკარაგუელი ხალხის ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც 1979 წლის 19 ივლისს სანდინისტთა ფრონტის გამარჯვებით დასრულდა“ანატოლი ბიბილოვი, ოსი სეპარატისტების ლიდერი
„ჩემო ძვირფასო ძმაო დანიელ ორტეგა, შორეულ, 1960-70-იან წლებში, ჩვენ ქვეყანაში, ყველა ადამიანი თანაუგრძნობდა ნიკარაგუელი ხალხის ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც 1979 წლის 19 ივლისს სანდინისტთა ფრონტის გამარჯვებით დასრულდა“ - ბრძანა ცხინვალში დაბადებულმა ბიბილოვმა, რომელიც სანდინისტთა რევოლუციის ფინიშის დროს 9 წლის იყო.
ოსი სეპარატისტების ლიდერმა ზეიმის დასასრულს, მანაგუას Plaza de la Fe-ზე 73 წლის დიქტატორ ორტეგასთან, პირველ ლედისთან და ვიცე-პრეზიდენტ როზარიო მურილოსთან და მრავალრიცხოვან სანდინისტებთან ერთად, ჩილელი პოეტისა და კომპოზიტორის სერხიო ორტეგას ცნობილი რევოლუციური სიმღერა El pueblo unido jamás será vencido (“ერთიანი ხალხი არასოდეს მარცხდება”) იმღერა.
ნიკარაგუა თითქმის 6 მილიონი მოსახლეობით ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა. სისხლიანი და უსასტიკესი სამოქალაქო ომის (1972-1990) შემდეგ, ეკონომიკური კოლაფსის, ტოტალური კორუფციის, პოლიტიკური უფლებების დარღვევისა და ორტეგას ოჯახის მიერ ხელისუფლების სრული უზურპაციის პირობებში, ლათინო ამერიკულ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს.
მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე, ორტეგას მომხრე სპეცსამსახურებთან და პოლიციასთან შეტაკებების დროს 300-ზე მეტი ოპოზიციონერი მოკლეს, 2000-ზე მეტი დაიჭრა, რამდენიმე ასეული დააპატიმრეს, 42 ათასი ნიკარაგუელი კი ქვეყნიდან გაიქცა.
ნიკარაგუას დედასთან და მამასთან ერთად, ფაქტობრივად, დანიელ ორტეგას უფროსი ვაჟი ლაურეანო ორტეგა მართავს, რომელიც ოფიციალურად, ინვესტიციების მოზიდვის სააგენტოს უფროსია.
Facebook Forum