ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღაფში და კოკოითი ლათინურ ამერიკაში მოგზაურობენ


ნიკარაგუას დიქტატორი დანიელ ორტეგა ბაღაფშთან და კოკოითთან ერთად, მანაგუაში
ნიკარაგუას დიქტატორი დანიელ ორტეგა ბაღაფშთან და კოკოითთან ერთად, მანაგუაში

ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუას, პირველი ე.წ "აფხაზთა ლიდერი" სერგეი ბაღაფში ეწვია. მოსკოვიდან აფრენილი მისი თვითმფრინავი, საწვავის შესავსებად, ჯერ კუბაში დაეშვა და შემდეგ ნიგარაგუის მიწაზე ჩაფრინდა.

უფრო რთული გზის გავლა მოუხდა "ცხინვალელ ოსთა ლიდერ" ედუარდ კოკოითს. მისი ავიალაინერი ძრავის პრობლემის გამო ავარიულად ფინეთში დაჯდა. ოსთა 15-მა კაციანმა დელეგაციამ, მხოლოდ მოსკოვიდან გამოგზავნილი ახალი ავიალაინერით შეძლო, გაეგრძელებინა შორი გზა მანაგუამდე.

ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას, სეპარატისტების ბაღაფში-კოკოითის ე.წ ვიზიტს "მნიშვნელოვანი" უწოდა

თუ რა სფეროებში მოხდება დაახლოება, ეს ნათელი გახდება მოლაპარაკებების შემდეგ, დარწმუნებული ვარ ვიზიტს დიდი შედეგები ექნება“
სამუელ სანტოს ლოპესი, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი

„აფხაზეთისა და ოსეთის პრეზიდენტების ჩამოსვლა საშუალებას მოგვცემს, რომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ნიკარაგუას. თუ რა სფეროებში მოხდება დაახლოება, ეს ნათელი გახდება მოლაპარაკებების შემდეგ, დარწმუნებული ვარ ვიზიტს დიდი შედეგები ექნება“

ბაღაფში მანაგუაში ჯერ ნიკარაგუის პრეზიდენტს შეხვდა, შემდეგ კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ლეონში ჩავიდა. მოგვიანებით, ადგილობრივმა ლიდერმა კოკოითიც მიიღო.

ბაღაფში და კოკოითი ყველაზე "მაღალი რანგის სტუმრები" აღმოჩდნენ, სანდინისტური რევოლუციის 31-ე წლისთავის აღმნიშვნელ ზეიმზე, რომელიც ყოველი წელს, 19 ივლისს, რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას პატრონაჟით იმართება.

ნიკარაგუის ოპოზიციური პრესა აღნიშნავს, რომ ორტეგას მხარდასაჭერად არცერთი ლათინო ამერიკული ქვეყნის ლიდერი არ ჩამოვიდა, მაშინ როცა, სეპარატისტები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, ზეიმზე "მრავალრიცხოვანი დელეგაციებით" წარსდგნენ.

ბაღაფში-კოკოითის მიწვევა ნიკარაგუაში, მკაცრად გააკრიტა ნიკარაგუის ყოფილმა ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის წევრმა ედუარდო მონტეალეგრემ. მანაგუაში გამომავალი გაზეთის "ლა პრენსასთვის" მიცემულ ინტერვიუში მონტეალეგრემ კერძოდ აღნიშნა:

"მაშინ როცა ამ პროვინციებს მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ისევ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, მხოლოდ ჩვენ და კიდევ სამი ქვეყანა აღიარებს მათ დამოუკიდებლად, ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია. ჩვენ ველურებად ვჩანვართ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერთ სეპარატისტულ მოძრაობას საქართველოში. ეს ნიშნავს იმის დაშვებას, რომ ქვეყნის ნაგლეჯი, შეიძლება დამოუკიდებელი ერი გახდეს. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის.
ედუარდო მონტეალეგრე, ნიგარაგუას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

"მაშინ როცა ამ პროვინციებს მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ისევ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, მხოლოდ ჩვენ და კიდევ სამი ქვეყანა აღიარებს მათ დამოუკიდებლად, ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია.

ჩვენ ველურებად ვჩანვართ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერთ სეპარატისტულ მოძრაობას საქართველოში. ეს ნიშნავს იმის დაშვებას, რომ ქვეყნის ნაგლეჯი, შეიძლება დამოუკიდებელი ერი გახდეს.

ეს რომ ლათინურ ამერიკაში გადმოვიღოთ, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თქვას, რომ ვცნობ ნიკარაგუის ჩრდილოეთ ატლანტიკის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ან გუანტანამოს დამოუკიდებლობას კუბისგან ან ქოქოსის კუნძულების დამოუკიდებლობას კოსტა-რიკისგან.

ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს პრაქტიკა ადასტურებს, რომ ორტეგას საგარეო პოლიტიკა სერიოზულობას მოკლებულია“

თბილისში, სეპარატისტთა პირველი შორეული ვოიაჟით დიდად შეწუხებულები არ არიან. მას შემდეგ, რაც ნიკარაგუამ და ვენესუელამ, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, სცნეს აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ "დამოუკიდებლობა", საქართველო ცდილობს სამხრეთ ამერიკის სხვა დიდ მოთამაშეებთან ახლო კავშირების დახმარებით არ დაუშვას რომ სეპარატისტული ანკლავები სხვა ლათინო ამერიკულმა ქვეყნებმაც აღიარონ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია კერძოდ ამბობს

„არცერთი სერიოზული ორგანიზაცია, არცერთი სერიოზული სახელმწიფო, აქ აფხაზეთსა და ცხინვალში მომხდარი ეთნოწმენდის დაკანონებას და მათ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას არ აპირებს.

რამდენ თანხას დახარჯავს რუსეთი, რომ ნიკარაგუასა და ვენესუელას მსგავსმა ქვეყნებმა, სცნონ ე.წ დამოუკიდებლობა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, ამას ვერ დავთვლით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შედეგი არ ექნებათ.“

დღესვე ბაღაფშმა და კოკოითიმ, მანაგუადან ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში გადაინაცვლეს, სადაც მათ კიდევ ერთი დიქტატორი უგო ჩავესი შეხვდათ.

ვენესუელას დიქტატორი უგო ჩავესი ბაღაფშთან და კოკოითთან ერთად, კარაკასში
ვენესუელას დიქტატორი უგო ჩავესი ბაღაფშთან და კოკოითთან ერთად, კარაკასში

კარაკასი მეორე დედაქალაქია, მოსკოვის შემდეგ, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთს საკუთარი ე.წ "საელჩო" აქვს. ე.წ "ელჩი" კი საბჭოთა საქართველოში, გუთაუდის რაიონის სოფელ ლიხნში დაბადებული, 67 წლის ზაურ გვაჯავაა.

გვაჯავა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩემპიონია კრივში, დღეს კი ე.წ "ელჩის" პოზიციას, ვენესუელას კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას უთავსებს.


XS
SM
MD
LG