ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული დიპლომატიური დესანტი ამერიკის კონტინენტზე


ბრაზილიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები გრიგოლ ვაშაძე და ანტონიო პატრიოტა
ბრაზილიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები გრიგოლ ვაშაძე და ანტონიო პატრიოტა

გასული თვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ქართული დიპლომატიის უპრეცედენტო აქტიურობით აღინიშნა. გუშინ ბრაზილიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ბრაზილიელმა კოლეგამ ანტონიო პატრიოტამ მიიღო.

ბრაზილიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1993 წელს დამყარდა, თუმცა ამ დონის პოლიტიკური კონტაქტები აქამდე არასდროს ყოფილა.

რუსეთის ლობირებით, ვენესუელსა და ნიკარაგუას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ, საქართველომ კონტინენტის „დიდ მოთამაშეებთან“ ურთიერთობები გააქტიურა.

2010 წლის ივნისში ბრაზილიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი საპასუხოდ ბრაზილიამ გახსნა საელჩო თბილისში.

გრიგოლ ვაშაძემ ანტონიო პატრიოტასგან მიიღო დაპირება რომ ბრაზილია ოკუპირებულ ტერიტორიებს არ აღიარებს. ამავე დროს შედგა შეთანხმება ერთობლივი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების თაობაზე.

ბრაზილიელებს აინტერესებდათ საქართველოში განვითებული მოვლენები და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.“
გრიგოლ ვაშაძე

„ყურადღება დავუთმეთ ორმხრივ ურთიერთობებს და იმას, როგორ გადავიტანოთ, ჩვენი ძალიან პოზიტიური და კარგი ურთიერთობები ეკონომიკურ ჭრილში. ვისაუბრეთ უმაღლესი დონის ვიზიტებზე. ბრაზილია ელოდება საქართველოს პრეზიდენტს და არის გეგმა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი ეწვიოს საქართველოს.

ახლო მომავალში, ენერგეტიკულ სფეროში, ქართულ მხარისა და ბრაზილიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის „ელექტრობრაზის“ შეხვედრა შედგება. ამ საქმეში უშუალოდ ჩაერთვება ჩვენი ენერგეტიკის სამინისტრო. მასპინძლებს აინტერესებდათ საქართველოში განვითებული მოვლენები და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.“

ბრაზილიაში ვაშაძე მექსიკიდან ჩავიდა, სადაც აუდიენცია ჰქონდა მექსიკელ კოლეგა პატრიცია ესპინოზასთან. ორი დღით ადრე, ვაშაძის მოადგილე დავით ჯალაღანია მონაწილეობდა ჰონდურასის ქალაქ ლა სიებაში გამართულ აფრიკული წარმომავლობის ხალხთა სამიტში.

იმავე დღეებში, ბრაზილიაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოლივიის პრეზიდენტს ევო მორალეს აიმას.

ზაფხულის დიპლომატიური აქტივობა კი თბილისში ეკვადორის დღეების გახსნით დაიწყო, შემდეგ გაგრძელდა კუბაში, სადაც ვაშაძე კუბელ კოლეგასა და კუნძულის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ამას მოჰყვა მინისტრის მოადგილე ჯალაღანიას ვიზიტი სურინამის დედაქალაქ პარამარიბოში.

მოგვიანებით გრიგოლ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო გვატემალაში, „ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის“ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კოლუმბიისა და მექსიკის პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ.

„საქართველოს დელეგაციამ ოფიციალური ნოტა გადასცა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უსაფრთხოების კომიტეტის სამდივნოს, თხოვნით, რომ შეგვიყვანონ ამ ორგანიზაციის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში.

„საქართველოს დელეგაციამ ოფიციალური ნოტა გადასცა ცენტრალური ამერიკის ქვეყნების უსაფრთხოების კომიტეტის სამდივნოს, თხოვნით, რომ შეგვიყვანონ ამ ორგანიზაციის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში.

მქონდა შეხვედრები ჰონდურასის, პანამისა და კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასე, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხდით.“

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას ემსახურებოდა ივლისის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი პერუში.

სააკაშვილი პერუს ახალი პრეზიდენტის ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას დაესწრო და პანამის პრეზიდენტს რიკარდო მარტინელს პირისპირ შეხვდა.

შარშან, სააკაშვილი ასევე იმყოფებოდა კოსტა რიკისა და კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტების ინაუგურაციაზე. ვანუატუს მიერ აფხაზეთის ე.წ "დამოუკიდებლობის" აღიარებას კი საქართველოს მთავრობამ 12 აგვისტოს მიკრონეზიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უპასუხა.

საგარეო უწყების აქტიურობის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ არსებული სტატუს ქვო საქართველოსთვის მაინც ძალიან სახიფათოა.

ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის "აღიარება", ეს არ არის გასაშარჟებელი ფაქტი. ვენესუელა არის მნიშვნელოვანი, დიდი რესურსების მქონე სახელმწიფო, განსაკუთრებით მისი მეზობლებისთვის, იგივე ბოლივიისთვის.თუ ხვალ და ზეგ, რაღაც კონიუნქტურამ, სხვა ქვეყნებისგანაც მოითხოვა უფრო მეტი აქტიურობა, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მექსიკაში ჰიბრიდული მანქანებით სეირნობა ამ საქმეს ვერ უშველის.“
თინა ხიდაძელი

„შეიძლება უცბად, ქვეყანა აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ ერთ აღიარებას, სხვა აღიარებები მოჰყვეს და შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდე მივიდეთ.

თუ ვანუატუს და ნაურუს რიგში ჩადგა მაგალითად, ბელორუსი ან რომელიმე მსგავსი ავტორიტარული ქვეყანა, რომელმაც შეიძლება, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო გაითვალისწინოს რუსეთის პოზიცია, მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით.

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის "აღიარება", ეს არ არის გასაშარჟებელი ფაქტი. ვენესუელა არის მნიშვნელოვანი, დიდი რესურსების მქონე სახელმწიფო, განსაკუთრებით მისი მეზობლებისთვის, იგივე ბოლივიისთვის.

თუ ხვალ და ზეგ, რაღაც კონიუნქტურამ, სხვა ქვეყნებისგანაც მოითხოვა უფრო მეტი აქტიურობა, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მექსიკაში ჰიბრიდული მანქანებით სეირნობა ამ საქმეს ვერ უშველის.“

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტმა ლიდერებმა კუბა-ნიკარაგუა-ვენესუელაში 2010 წლის ივნისში იმოგზაურეს. აფხაზებს კარაკასში საკუთარი ე.წ "საელჩოც" აქვთ გახსნილი, სადაც ე.წ "ელჩად" ყოფილი მოკრივე ზურაბ გვაჯავა მოღვაწეობს.

დღემდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, სულ ოთხმა ქვეყანამ - ვენესულამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვანუატუმ სცნო.

კრემლი კვლავაც აგრძელებს აღიარების პოლიტიკის მაშტაბურ ლობირებას.

დღეს, მოსკოვში გამოსვლისას, ბელორუსიის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სერგეი გაიდუკევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთ-ბელორუსიის ძმური ურთიერთობებიდან გამომდინარე, აუცილებელია ამ ორი კვაზისახელმწიფოს "დამოუკიდებლობა" ბელორუსმაც სცნოს.


XS
SM
MD
LG