ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგოში ანტისარაკეტო ფარი განიხილეს


ჩიკაგოში ნატოს სამიტის მონაწილეებმა ევროპაში ანტისარეკტო ფარის საკითხი განიხილეს. ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ჰაერსაწინაღო სისტემები „შუალედური შესაძლებლობების“ ფაზაში იმყოფება. ეს სისტემები მოიცავს ხმელთაშუაზღვაში ამერიკულ ხომალდზე დაყენებულ გადამჭერს და თურქეთში მოქმედ სარადარო სისტემას.

„ლისაბონში ჩვენ შევთანხმდით ნატოს სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნაზე. დღეს ჩიკაგოში, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს რეალობაა. ჩვენ ამას შუალედურ შესაძლებლობს ვუწოდებთ. ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვენი გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად რათა ვუზრუნველყოთ ნატოს ყველა ევროპული მოსახლეობის, ტერიტორიის და ძალების დაცვა,“ - განაცხადა ანდერს ფგოგ რასმუსენმა.

XS
SM
MD
LG