პარასკევს, ვარშავაში ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა საკუთარ თავდაცვაში ინვესტირება ახლავე უნდა მოახდინონ, რადგან შეუძლებელია იმის ფიქრი, რომ კონტინენტზე შეერთებული შტატების ყოფნა სამუდამოდ გაგრძელდება.
პოლონეთზე, როგორც სანიმუშო მოკავშირეზე მითითებით, რომელიც თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7 პროცენტის დახარჯვას გეგმავს, ჰეგსეთმა გააორმაგა ვაშინგტონის მოთხოვნების ფსონი, რომელიც ნატოს ევროპელი მოკავშირეებისგან, მათივე უსაფრთხოებისთვის მეტი ფინანსური პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.
„დღეიდან ხუთი, 10 ან 15 წლის შემდეგ რა მოხდება უფრო დიდი მსჯელობის ნაწილია, რაც ასახავს საფრთხის დონეს, ამერიკის პოზიციას, მსოფლიოს გარშემო ჩვენს საჭიროებებს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული ქვეყნების შესაძლებლობას გამოწვევებს გაუმკლავდეს“, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
„და ამიტომაც, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისადმი ჩვენი გზავნილი ასეთი დაუფარავია. ახლა არის ინვესტირების დრო, რადგან არ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამერიკის (აქ) ყოფნა სამუდამოდ გაგრძელდება“, განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების მსგავსად, სადაც ევროპა გააფრთხილა ვაშინგტონს არ მოექცნენ როგორც „ბრიყვს“, რომელიც ევროპის დაცვაზეა პასუხისმგებელი, მან თქვა, რომ ვაშინგტონი ბევრი საფრთხის, მათ შორის ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე დგას.
თავისი პირველი საზღვარგარეთული ტურნეს დროს ჰეგსეთმა ევროპაში მწვავე პროტესტი გამოიწვია განცხადებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებზე დაბრუნება არარეალურია და ტრამპის ადმინისტრაცია კიევისთვის ნატოს წევრობას ვერ ხედავს, როგორც იმ ომის დასრულების გადაწყვეტის ნაწილს, რომელიც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრით გააჩაღა. მოგვიანებით, თავდაცვის მდივანმა მისი განცხადება განმარტა და თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის.
"მინდა ცხადად განვაცხადო ერთი რამ, რაც შეეხება NATO-ს წევრობას, როგორც არარეალისტურ შედეგს მოლაპარაკებებისთვის. ეს იყო ნათქვამი ჩემი განცხადების ფარგლებში აქ, როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების წარმართვის კოორდინაციის ნაწილი," – განაცხადა ჰეგსეთმა. "ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ტრამპი. ყველაფერი განხილვის საგანია. მისი საუბრები [რუსეთის პრეზიდენტ] ვლადიმირ პუტინთან და [უკრაინის პრეზიდენტ] ვოლოდიმირ ზელენსკისთან ამ პროცესის ნაწილია. რას დაუშვებს ან რას არ დაუშვებს, ეს თავისუფალი სამყაროს ლიდერის – პრეზიდენტ ტრამპის – გადაწყვეტილების სფეროშია", - თქვა მან.