ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის დახმარებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები კვებეკში, კანადაში ჩავიდნენ. განსახილველი ბევრი საკითხია, მათ შორის - უკრაინის დახმარების გაგრძელება იმისთვის, რომ ის რუსეთის აგრესიას გაუმკლავდეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე კვებეკშია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას უსაფრთხოების დახმარებას და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას გაუგრძელებს. ამის შესახებ ორივე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.

დაახლოებით რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ გამოაცხადა, რომ ის მზადაა მიიღოს ამერიკის შეთავაზება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კრემლს ამაზე ჯერ თანხმობა არ განუცხადებია.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი და მართებული ნაბიჯია უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. "ჩვენ უკრაინის და შეერთებული შტატების გვერდით ვდგავართ და მივესალმებით ჯედას [მოლაპარაკების] შეთავაზებებს. ახლა ეს პუტინზეა დამოკიდებული", - თქვა შოლცმა.

ხუთშაბათს თეთრ სახლში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტია დაგეგმილი. მარკ რუტესთანაც საუბარი სამშვიდობო პროცესის დაწინაურებას შეეხება.

უკრაინის პრეზიდენტს ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ერისადმი საღამოს მიმართვაში თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა "დადებითი შეთავაზება" იყო.

XS
SM
MD
LG