ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული ბიუჯეტის გეგმას მალე დაამტკიცებენ


ეროვნული ბიუჯეტის გეგმას მალე დაამტკიცებენ
ეროვნული ბიუჯეტის გეგმას მალე დაამტკიცებენ

თვის დასაწყისში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალი სამხედრო სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტმენტი ამ კვირაში მომავალი წლის და მომდევნო ათი წლის დანახარჯების გეგმას გამოაქვეყნებს.

თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა იმ მთავარ პრიორიტეტებს გამოყოფს, რომელიც დეპარტამენტის მუშაობას განსაზღვრავს. თეთრი სახლი კონგრესისთვის ეროვნული ბიუჯეტის გეგმის გაგზავნას თებერვლის შუა რიცხვებში გეგმავს. თვის დასაწყისში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალი სამხედრო სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სამხედრო დანახარჯები მომდევნო 10 წლის განმავლობაში 500 მილიარდი დოლარით უნდა შემცირდეს.ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, წელს პენტაგონი სამხედრო დანახარჯების შემცირებას 6 მილიარდით გეგმავს.

დეკემბერში კონგრესმა სამხედრო ბიუჯეტი 531 მილიარდით განსაზღვრა. ფისკალური წელი 30 სექტემბერს მთავრდება.

XS
SM
MD
LG