რამდენიმე დღეში ამერიკის პრეზიდენტი ერს ყოველწლიური საპრეზიდენტო ანგარიშით წარუდგება. მოხსენების გაკეთებისას პრეზიდენტი ბარაკ ობამას მთავარი ამოცანა კონგრესის დაყოლიება იქნება იმ ფინანსურ საკითხებზე, რომლებზეც დღემდე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
გასული წლის განმავლობაში, პოლიტიკური იდეოლოგიით გაყოფილი კონგრესი ამერიკის ფისკალურ პოლიტიკაზე დავობდა და საბოლოო ჯამში შეთანხმებას ვერ მიაღწია. დავა ეხებოდა ფედერალური დეფიციტის ერთი ტრილიონი დოლარით და ეროვნული ვალის 15 ტრილიონი დოლარით შემცირებას.
ამერიკელების დიდი ნაწილი ეკონომიკური სირთულეების გამო ქვეყნის მთავრობის მიმართ უკამაყოფილებას გამოხატავს.
მოსახლეობის მხრიდან მთავრობის უნდობლობას პარტიებს შორის არსებული უკომპრომისო დამოკიდებულებაც აღრმავებს. წარმომადგენელთა პალატას ამჟამად რესპუბლიკელები, ხოლო სენატს კი დემოკრატები აკონტროლებენ.
გამოკითხვების თანახმად, ამერიკაში შიდა პოლიტიკურ ვითარებას გლობალური ეკონომიკა ართულებს.