პრეზიდენტი ობამა საბიუჯეტო გეგმის მონახაზის წარსადგენად ჯერ კიდევ ემზადება, თეთრი სახლის ოფიციალური პირები კი გეგმას რესპუბლიკელთა მოსალოდნელი შეტევისგან უკვე იცავენ.
გეგმა დანახარჯების შეკვეცის და გადასახადების გაზრდის გზით შეერთებული შტატების მიერ დეფიციტის დაძლევის ათწლიან პროექტს წარმოადგენს. ე.წ. "ობამას ბიუჯეტი" პრობლემისადმი დაბალანსებულ მიდგომას ითვალისწინებს, რაც ამერიკის ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებას შუწყობს ხელს.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯეიკობ ლიუმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა:
"პრეზიდენტის საბიუჯეტო გეგმა შემდეგ 10 წელიწადს მოიცავს. მოკლევადიანი პროგრამის მიხედვით ეკონომიკის ზრდა უნდა შენარჩუნდეს, გრძელვადიანით კი დეფიციტის კონტროლი ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკა მომავალშიც ძლიერი დარჩეს და კვალიფიცირებულ ამერიკელებს დასაქმების გარანტიები ჰქონდეთ".
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პოლ რაიანმა პრეზიდენტის გეგმის მონახაზი წინასწარ გააკრიტიკა, უწოდა რა მას ჩავარდნილი და კონტრპროდუქტიული დემოკრატიული კანონმდებლობის გაგრძელება.