ვაშინგტონი —
მეოცე საუკუნის დასაწყისში სამხრეთის შტატებიდან ახალმა, განსხვავებულმა მუსიკამ გაიჟღერა, რომელიც ძირითადად ცობილი იყო აფრო-ამერიკული მუსიკის სახელით, მას მოგვიანებით ბლუზი შეერქვა. დღეს ბლუზის სამშობლოდ ტენესის შტატის ქალაქი მემფისი ითვლება.
თითქმის საუკუნის წინ, აფრო-ამერიკელმა მუშებმა მისისიპიში ევროპული ინსტრუმენტები, გიტარა და ჰარმონიკა აიღეს ხელში და განსაკუთრებული ჟანრი, ემოციური და მელონქოლიური ბლუზი შექმნეს. ეს იყო პერიოდი, როდესაც მდინარე მისისიპის შესართავის რეგიონებში მუშა ხელის რაოდენობა გამუდმებით იზრდებოდა.
მისისიპის შტატის ქალაქ კლარკსდეილში დელტა ბლუზის მუზეუმია განლაგებული. ეს ქალაქი იმ დროისათვის სატრანსპორტო მიმოსვლების ჰაბი იყო, აცხადებს მუზეუმის დირქტრორი შელი რითერი:
„აქ უამრავი ფერმა იყო, მოთხოვნა მუშა ხელზე ყოველდღე იზრდებოდა. მდინარე და რკინიგზა კი სატრანსპორტო მიმოსვლას ზრდიდა.“
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგამოფენო ექსპონატი აღდგენილი ქოხია, სადაც ცნობილი ბლუზმენი მადი ვოტერსი ცხოვრობდა. მადი თავის მეგობრებთან ერთად კლარკსდეილში მუშების წინაშე გამოდიოდა და განსხვავებულ მუსიკას სთავაზობდა მათ.
„შაბათ-კვირას, როდესაც მუშებს დასვენების დღეები ეძლოდათ, ყველანი ქალაქში მიდიოდნენ და ყოველგვარ დაძაბულობას იხსნიდნენ."
რითერის განცხადებით, ბლუზმენებს, რომლებიც ვერ ახრხებდნენ გიტარის შეძენას ე.წ „დიდლი ბოუზე“ უკრავდნენ. ეს უკანასკნელი იყო ორ ლურსმანს შორის გაჭიმული სიმი. ამ ჟღერადობამ გავლენა იქონია გიტარაზე დაკვირის სტილზე, რომელიც დღეს დელტა ბლუზთან არის ასოცირებული.
მუსიკათმცოდნე დევიდ ევანსი მემფისის უნივერსიტეტის პედაგოგია, მან მთელი ცხოვრება ბლუზს მიუძღვნა. ის უკრავს და ზედმიწევნით სწავლობს ბლუზს.
„ბლუზის ნოტები და ნეიტრალური, მცოცავი ბგერების დონეები, რაც გინდათ ის შეარქვით, ამის გადმოცემა ვოკალურად და ინსტრუმენტულად შესაძლებელია ათასნაირად.“
ევანსის განცხადებით, ბლუზის ელემენტები აღებულია ევროპიდან და აფრიკიდან, თუმცა ის, რომ ეს მუსიკა აფრო-ამერიკელების შექმნილია ეს უდავოა.
„ეს იყო ახალი სინთეზი, მაგრამ ნათელი იყო რომ სინთეზი მიღწეული იყო შავკანიანი მუსიკოსების მიერ.“
როგორც დელტის რეგიონი, ისე მემფისი და ახალი ორლეანიც ბლუზის შექმნაზე პრეტენზიებს აცხადებენ. ევანსის განცხადებით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბლუზის შექმნა და განვითარება დიდ რეგიონს მოიცავს.
„ფაქტები ნათელყოფს, რომ ბლუზს იმ დროისათვის უკრავდნენ მისისიპის, ჯორჯიის, ტეხასის შტატშიც კი.“
მიუხედავად პოპულარობისა, ბლუზს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდნენ, როგორც რეგიონის ლიდერების, ასევე სასულიერო პირებს შორისაც. როგორც დევიდ ევანსი აცხადებს, ამან ბლუზს კიდევ უფრო მეთი მიმზიდველობა შეჰმატა.
„ამან ბლუზი ეგზოტიკური, საინტერესო, სარისკო და ამღელვებელი გახადა.“
ალბათ სწორედ ამიტომაცაა, რომ ბლუზი დღემდე ცოცხლობს და ვითარდება.