მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული ღამის კლუბი „ბლუ ნოუთი“ დაარსებიდან 30 წლისთავს ჯაზ ფესტივალით აღნიშნავს.
როდესაც დენი ბენსუსანმა 1981 წელს "ბლუ ნოუთი" გახსნა, ის არც კი ოცნებობდა რომ კლუბი ნიუ იორკის ერთ-ერთი ღირშესანიშნავობა გახდებოდა. 3 ათწლეულის განმავლობაში კლუბის პატარა სცენას ჯაზის მრავალი ვარსკვლავი ამშვენებდა. მრავალმა მუსიკოსმა კი სწორედ აქ ა გადადგა პირველი ნაბიჯები.
კლუბის მფლობელის დენი ბენსუსანის თქმით, წარმატების გასაღები კარგი ჯაზისა და მყუდრო, ინტიმური გარემოს შერწყმაშია. ამასთან მსმენელმა იცის, რომ "ბლუ ნოუთი" მხოლოდ საუკეთესო შემსრულებლებს იწვევს. გარდა ამისა თავად მუსიკოსებიც კლუბის მიმართ ლოიალურები ხდებიან, რადაგანაც მსმენელსა და ჯაზმენს შორის აქ საუკეთესო კავშირი მყარდება.
ოსკარ პიტერსონის ტრიო 3 გრემის პრემიის მფლობელი გახდა "ბლუ ნოუთში" გაკეთებული ჩანაწერების წყალობით. აღიარება და პრემიები მოიპოვეს ლიონელ ჰამპტონის , დიზი გილესპის, არტურო სანდოვალის, დეივ ბრუბეკის კრებულებმა ასევე "ბლუ ნოუტის" ჩანაწერებით. 90 წლის ბრუბეკი კლუბის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ პირველ ჯაზ ფესტივალზე 3 წარმოდგენას გამართავს.
მთელი ივნისის განმავლობაში ლეგენდარული კლუბი 80-მდე შოუს უმასპინძლებს. ფესტივალზე გაჟღერდება ასევე ბლუზი ფანკი, არ ენდ ბი, გოსპელი და სხვა.
უფრო დეტალური ინფორმაცია კლუბ ბლუ ნოუთის იუბილესა და ჯაზ ფესტივალზე შეგიძლიათ მოიძიოთ www.bluenote.net-ze