ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზრდა აზიის ბაზრებზე


იაპონიაში 3-პროცენტიანი, შანხაის საფონდო ბირჟაზე კი 4.8 პროცენტით ზრდა მოხდა. დღეს ევროპის ბირჟები შედარებით სუსტად გამოიყურებოდა.

აზიის ბაზრებზე დღეს გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, იგივე არ ითქმის ევროპულ ბაზრებზე, სადაც სიტუაციის გაუმჯობესების შედარებით სუსტი ნიშნები იკვეთება.

იაპონიაში 3-პროცენტიანი, შანხაის საფონდო ბირჟაზე კი 4.8 პროცენტით ზრდა მოხდა. ჰონგ კონგის ბირჟის გარდა, სადაც მხოლოდ ერთპროცენტიანი ვარდნა იყო, თითქმის ყველა წამყვან ბირჟაზე მატება დაფიქსირდა. რაც შეეხება სიტუაციას ევროპაში, პარასკევი დილა აქციების ფასების ვარდნით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ზრდა მაინც მოხდა და წინა დღესთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორდა. დღის ბოლომდე საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები ევროპაში 3 პროცენტით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG