შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით ბინ ლადენის პირად დღიურში აღმოჩნდა ინფორმაცია მომავალი ტერატქების შესახებ. ასევე დადასტურდა ბინ ლადენის კავშირები სხვა ტერორისტებთან.
ალ-ყაიდას ტერორისტული ორგანიზაცია ყურადღებას შეერთებულ შტატებში ტერატქების მოწყობაზე ამახვილებდა, მათი მომავალი სამიზნე შეერთებული შტატების რკინიგზა იყო.
როგორც ჩანს ალ-ყაიდას ლიდერი პირადად აწარმოებდა ამ დღიურს, რომელიც 2 მაისს ბინ ლადენის ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ამერიკელ კომანდოსებს ჩაუვარდათ ხელში.
ამასობაში არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდას ხელმძღვანელმა იემენელმა ნასერ ალ-ვაჰიშიმ განაცხადა, რომ ბინ ლადენის სიკვდილის გამო ამერიკელების სიხარული ნაადრევია, რადგან მომავალში შეერთებულ შტატებს უფრო დიდი საფრთხე ემუქრება.