ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს რკინიგზაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება


აშშ-ს რკინიგზაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება
აშშ-ს რკინიგზაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

ოსამა ბინ ლადენის სამალავზე განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ გაირკვა, რომ ალ ყაიდას მიერ შეერთებული შტატების რკინიგზის მაგისტრალზე რამდენიმე ტერაქტი იგეგმებოდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე აეროპორტებსა და რკინგზის სადგურებზე გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. ამ მიზნით პატრულირებაში ძაღლების სპეც დანაყოფი, K-9 იღებს მონაწილეობას.

ბომბის აღმოჩენისთვის გაწვრთნილი ლაბრადორის ჯიშის ძაღლი სახელად "ლივი" ჩანთებსა და ჩემოდნებში დამალულ ნაღმებს ყნოსვით პოულობს.

დანაყოფში კიდევ 48 ძაღლია, მათ მოვალეობას წარმოადგენს ყოველდ-ღიურად 78 ათასამდე მგზავრის დაცვა. რკინიგზის დეპარტამნეტის პოლიციის უფროსი უილიამ პარკერი შემდეგს აცხადებს

„ ეს ძაღლები დაცვის წინა ხაზზე არიან, ჩვენ მათ 2007 წლის შემდეგ ვიყენებთ. ისინი მგზავრობენ მატარებლებზე და უპატრონოდ მიტოვებულ ჩანთებსა და ანონიმური ზარებით მიცემულ შეტყობინებების შემოწმებას ახდენენ.“

დანაყოფის 15 ძაღლი სპეციალურად გაწვრთნილია ასაფეთქებელი მასალებისა და კამიკაძე ტერორისტების აღმოსაჩენად. ისინი დიდ რკინიგზის სადგურებშიც პატრულირებენ. უილიამ პარკერის განცხადებით ეს ძაღლები დიდ სამუშაოს აკეთებენ

„ თუ ძაღლი თვეში დაახლოებით 150 შემოწმებას აკეთებს და ამასთან არაფერი აფეთქებულა ამ ხნის განმავლობაში, ე.ი. მათ მიერ შესრულებული დავალება დადებითად შეგვიძლია შევაფასოდ.“

2004 წელს ესპანეთში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული ტერაქტის დროს 191 ადამინი დაიღუპა , აფეთქება მოხდა 2005 წელს ლონდონის მეტროშიც, წარსულის გამოცდილებიდან ნათლად ჩანს, რომ რკინიგზის სისტემა საკმაოდ კარგი სამიზნეა ტერორისტებისთვის. შეერთებული შტატების სამართალდამცავები ბინ ლადენის სამალავიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებენ, რომ 11 სექტემბრის 10 წლისთავისთვის ალ ყაიდა კიდევ ერთ შეტევას გეგმავდა. სამიზნეს კი ამერიკის რკინიგზა წარმოადგენდა. აფეთქებების გარდა დაგეგმილი იყო მატარებლების გზიდან ხელოვნურად აცდენის მცდელობაც. ექსპერტი კონტრტერორიზმის საკითხებში რიჩარდ კლარკი შემდეგს აცხადებს:

„ შუძლებელია ათასობით კილომეტრის რკინიგზა მთელ სიგრძეზე დაიცვა . ამასთან ტერორისტებისთვის უფრო მარტივი იქნება დაუცველი მონეკვეთის მონახვა და მატარებლების კატასტროფის გამოწვევა , ვიდრე თვითმფრინავებზე შტეტვის მიტანა.''

ამიტომაც ამერიკელი სამართალდამცავები ყველეფარს აკეთებენ იმისთვის რათა მაქსიმალურად გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები და თავიდან აიცილონ ალ ყაიდას მიერ რკინიგზის სისტემის მწყობრინდან გამოყვანის მცდელობები.

XS
SM
MD
LG