ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მუბარაქის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს


ობამა მუბარაქის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს
ობამა მუბარაქის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოწონებით შეხვდა ეგვიპტელი ხალხის მშვიდობიან და გაბედულ ბრძოლას ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა როგორც იქნა დააკმაყოფილა ხალხის მოთხოვნა პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ და გადადგა, მაგრამ მხოლოდ ახლა იწყება სახელმწიფო სისტემის შეცვლის გარდამავალი ეტაპი.

ჰოსნი მუბარაქის გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ეგვიპტეს წინ მძიმე დღეები ელის. მაგრამ ამავე დროს ბარაქ ობამა იმედოვნებს, რომ ეგვიპტელი ხალხი მშვიდობიანი გზით შეძლებს რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას და შეინარჩუნებს საპროტესტო აქციების დროს მიღწეულ ერთიანობას.

მსოფლიოს ლიდერები მიესალმნენ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მოწონებით შეხვდა ეგვიპტელი ხალხის მშვიდობიან და გაბედულ ბრძოლას ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

ჰოსნი მუბარაქის წასვლა თანამდებობიდან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერუნმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა ქეთრინ ეშტონმაც მოიწონეს.

ტუნისელი და ეგვიპტელი არაბებისთვის მუბარაქის გადადგომა ნამდვილ სახალხო ზეიმად გადაიქცა. ხალხი ცეკვა-თამაშით და ავტომანქანების საყვირების სიგნალით აღნიშნავს გამარჯვებას.

ახლო აღმოსავლეთში მუბარაქის გადადგომას მიესალმა კატარის მთავრობა. ამ მოვლენამ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების აღფრთოვანება გამოიწვია. ორგანიზაცია „ჰამასი“ არ მალავს რომ პალესტინელები ეგვიპტურ რევოლუციაზე დიდ იმედებს ამყარებენ.

XS
SM
MD
LG