ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობის შეჯამება


In this image from Egyptian state television aired Tuesday evening Feb 1 2011, Egyptian President Hosni Mubarak makes what has been billed as an important speech. Mubarak has faced a week of public and international pressure to step down from the role h
In this image from Egyptian state television aired Tuesday evening Feb 1 2011, Egyptian President Hosni Mubarak makes what has been billed as an important speech. Mubarak has faced a week of public and international pressure to step down from the role h

ეგვიპტეს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ქვეყნის სათავეში 1973 წელს არაბ-ისრაელის, ეგრეთ წოდებული ექვს-დღიანი ომის დროს მოვიდა. ის მაშინ ეგვიპტეს საჰაერო ძალების მეთაური იყო. მუბარაქის თითქმის 30-წლიან მმართველობას ეგვიპტელების ერთი ნაწილი დადებითად აფასებს იმის გამო, რომ მან ეგვიპტეში სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეები კი ამბობენ, რომ მან ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალა და მის გადადგომას ითხოვენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარიამა დიალო პრეზიდენტი მუბარაქის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ჰოსნი მუბარაქი 1981 წელს ეგვიპტეს ვიცე პრეზიდენტი იყო, როცა ის ეგვიპტეს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მოვლენის მომსწრე გახდა. პრეზიდენტი ანვარ სადათი სამხედრო აღლუმის დროს ისლამისტმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს.

დევიდ ოტოვეი გაზეთი „ვაშინგტონ პოსტის“ ქაიროს ბიუროს მთავარი რედაქტორი იყო. მისი თქმით:

„მე სადათის მკვლელობას შემთხვევის ადგილზე შევესწარი. დავინახე როგორ წამოდგა მუბარაქი, დაიფერთხა მტვრიანი ქუდი და როგორი შეშფოთებული სახე ჰქონდა მომხდარის გამო.“

ბატონი მუბარაქი რვა დღის შემდეგ ეგვიპტეს პრეზიდენტად დაინიშნა. ოტოვეი მას ჯიუტ ლიდერად ახასიათებს და აცხადებს, რომ ის არასოდეს გამოირჩეოდა უცხოურ მედიასთან დადებითი ურთიერთობის დამყარების სურვილით.

„მას მედიასთან ლაპარაკი არ უყვარდა და ძირითადად ქვეტექსტებით საუბრობდა. მასთან საუბრისას ვერ გაიგებდი კონკრეტულად რას გულისხმობდა. მას საკუთარი ქვეყნისთვის სტაბილურობის გარდა სხვა ხედვა არ ჰქონდა.“

მუბარაქის ეგვიპტეს სათავეში მოსვლის შემდეგ 30 წელი გაივდა...

ამ წლების მანძილზე ეგვიპტე ძირითადად სტაბილური ქვეყანა იყო. ქაირო ისრაელთან მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდა. ეს პოლიტიკა კი ეგვიპტელებში არა-პოპულარული იყო.

ისრაელთან ზავის დადების შემდეგ ეგვიპტე არაბულმა ქვეყნებმა, გარკვეულ წილად, გარიყეს საკუთარი რიგებიდან. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი ურთიერთობა კვლავ აღდგა.

მუბარაქის მთავრობა აქტიურად ჩაერთო ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოებაში. ეგვიპტე ასევე გახდა შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე რეგიონში.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეგვიპტეში სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდა. მუბარაქმა ბევრი ცნობილი ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ. მუბარაქი რამდენიმე მკვლელობის მცდელობასაც გადაურჩა.

უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ოპოზიცია მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებასა და ამომრჩევლის დაშინებაში ადანაშაულებდა. მუსლიმური საძმო ეგვიპტეში ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ძალაა. მისი ლიდერები განსაკუთრებული სიხშირით განიცდიდნენ რეპრესიებს.

მას შემდეგ, რაც მუბარაქმა საკუთარი შვილის კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტის პოსტზე, ეგვიპტეს მოსახლეობა მის წინააღმდეგ უფრო გააქტიურდა. ვითარების გართულება კი ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმების შემდეგ დაიწყო.

ამ დაძაბულობის ფონზე ტუნისში გადატრიალება მოხდა. ეგვიპტელებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ რატომ არ შეიძლება მათ ქვეყანაშიც მომხდარიყო მსგავსი ცვლილებები.

დემონსტრაციები 25 იანვარს დაიწყო და ამ ეტაპზე მათი შეწყვეტის ნიშანი არ ჩანს.

XS
SM
MD
LG