ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დრონებით თავდასხმამ ცენტრალურ უკრაინაში რამდენიმე სახლის დაზიანება და 3 ადამიანის დაშავება გამოიწვია


ქალაქი დოლინსკა, კიროვოჰრადის რეგიონი, 18 თებერვალი, 2025 წ. დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი.
ქალაქი დოლინსკა, კიროვოჰრადის რეგიონი, 18 თებერვალი, 2025 წ. დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი.

რუსეთმა დრონების გამოყენებით უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ დოლინსკაში საცხოვრებელ სახლზე მიიტანა იერიში. შედეგად სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული.

კიროვოჰრადის გუბერნატორი, ანდრიი რაიკოვიჩი ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ათეულობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა შენობიდან. დაშავებული კი დედა და მისი ორი შვილია.

ეს თავდასხმა გასული ღამის განმავლობაში ერთადერთი არ ყოფილა. უკრაინის ჯარის ცნობით, რუსეთმა 176 დრონი გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო სისტემამ 103 მათგანის ჩამოგდება მოახერხა. მათ შორის ჩერკასში, ჩერნიჰივში, დნიპროპეტროვსკის, ხარკივის, ხერსონის, კიროვოჰრადის, კიევის, მიკოლაივის, პოლტავის, სუმის, ვინცისა და ჟიტომირის რეგიონებში.

ჩერკასის გუბერნატორი ამბობს, რომ განადგურებული დრონის ნარჩენებმა რეგიონში 4 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ მან 5 უკრაინული დრონი გაანადგურა. 4 მათგანი მისი განმარტებით, ვორონეჟის რეგიონში, ერთი კი - ბელგოროდის თავზე. ორივე რეგიონი რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს და უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე ხშირადაა.

XS
SM
MD
LG