დეზინფორმაცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ნიადაგს ამზადებდა, შემდეგ უფრო და უფრო დაუჯერებელმა და ხშირად გამაოგნებელმა ნარატივებმაც კი შეცვალა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აუცილებელია ისეთი დეზინფორმაციისა და ყალბი ცნობების მხილებაც, რომელთა დაჯერებაც ერთი შეხედვით, ძნელად წარმოსადგენია.
როგორ მუშაობს კრემლის დეზინფორმაცია და პროპაგანდა და როგორ აისახება პუტინის რუსეთის საინფორმაციო ომი, საქართველოში - ვრცელი კვლევა ატლანტიკური საბჭოს „ციფრული ექსპერტიზის ლაბორატორიამ“ წარმოადგინა.