დემოკრატიულ პარტიას, აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატები ჰყავს - კამალა ჰარისმა და ტიმ უოლცმა, პარტიის ნომინაცია ჩიკაგოში გამართულ ეროვნულ ყრილობაზე ოფიციალურად მიიღეს. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, დემოკრატ კონკურენტს აკრიტიკებს.
დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე კამალა ჰარისმა აქცენტი მომავლის ოპტიმისტურ ხედვაზე გააკეთა. მან ის რესპუბლიკელი ოპონენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკით სავსე საარჩევნო პლატფორმას დაუპირისპირა, ხაზი გაუსვა ქვეყნის წინსვლის აუცილებლობას და თქვა, რომ ამერიკა “უკან”, წარსულში აღარ დაბრუნდება.
76 დღე რჩება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. რას აჩვენებს ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები, როგორ მიმდინარეობს დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა ჩიკაგოში და როგორ აგრძელებს საარჩევნო კამპანიას დონალდ ტრამპი? - "ამერიკის ხმის" ჩართვა "ტვ პირველზე", "დღის ამბებში".
ჩიკაგოში დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა გრძელდება, დონალდ ტრამპი კი მერყევ შტატებს სტუმრობს და მხარდაჭერის გაზრდას ცდილობს. პარალელურად, არჩევნებამდე 77 დღით ადრე საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ჰარისი ტრამპს 2%-ით უსწრებს.
მეტის ჩატვირთვა