სიცხე ამერიკაში გაცილებით მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ქარიშხალი და წყალდიდობა, ერთად აღებული. ექსტრემალური სიცხის სარეკორდო მაჩვენებლებია წელს სამხრეთ ევროპაში, ირანში და ჩინეთშიც. მთავრობა მოსახლეობას სასიცოცხლო რისკებზე აფრთხილებს, სპეციალისტები კი მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ.
„ვაგნერის“ სახელით ცნობილი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ბოლო დროს მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მით უმეტეს, რუსეთში ხანმოკლე, შეიარაღებული ამბოხის შემდეგ. კრემლის არაოფიციალური სამხედო ძალის მომავალი გაურკვეველი რჩება.
შვედეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულად ძლიერ წყალქვეშა ფლოტს ფლობს საკუთარ შესაძლებლობებს აფართოებს და 2027 წლიდან ახალი "გოტლანდ ეი26“ ტიპის წყალქვეშა გემების გამოყენების დაწყებას აანონსებს.
2030-იან წლებში ამერიკა ავსტრალიას "ვირჯინიის" კლასის ბირთვულ გემებს გადასცემს. რას ნიშნავს ბირთვული გემები ბირთვული შეიარაღების გარეშე?
რა არის საჭირო ამერიკული „შავი ქორის“ ფრენისთვის? - მონდომება, უნარები, ამბობს ამერიკელი მფრინავი ქალი ჯენიფერ გოლტონი. „შავი ქორი“ (UH 60 Black Hawk) აშშ-ის არმიის მრავალფუნქციური ვერტმფრენია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, სამედიცინო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ვრცლად გიყვებით ვიდეოში.
შუალედური არჩევნები ამერიკაში ერთგვარი რეფერენდუმია. ის პრეზიდენტის არჩევიდან 2 წლის თავზე იმართება. ისტორია აჩვენებს რომ ძირითადად არჩევნებში პრეზიდენტის პარტია მარცხდება. მოსალოდნელია, რომ წელს დემოკრატები დაკარგავენ კონტროლს წარმომადგენელთა პალატასა და სენატზეც.
დაპირებები, რომლებიც ერთწლიანი მმართველობის განმავლობაში, თალიბანმა დაარღვია, ნაწილობრივ, ან სრულად შეასრულა.
ამერიკაში ყოველწლიურად მეხის ჩამოვარდნის 25 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება და ათობით ადამიანი იღუპება. ბოლო სამ თვეში მეხით 13 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 3 - თეთრ სახლთან. რა გავლენა აქვს მეხის დაცემას ადამიანზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი და რა არ შეიძლება გავაკეთოთ ჭექა-ქუხილის დროს?
როგორ წარმოიშვნენ პოსტსაბჭოთა ოლიგარქები, როგორ მოიპოვეს მათ გავლენა და ძალაუფლება?
ტაივანს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, აქვს ძლიერი ეკონომიკა და ჰყავს საკუთარი ჯარი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას ტიპური სახელმწიფოს ყველა კომპონენტი აქვს, არსებობს აზრთასხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რა არის ტაივანი.
აბორტის, არასეგრეგირებული განათლების, ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების უფლება - ეს არის საქმეების ნაწილი, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ამერიკულ საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
უკრაინაში რუსეთი ომის პარალელურად ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირების ძალები გააძლიეროს. გენერალური მდივნის თქმით, ამ ნაბიჯით, ნატო შეძლებს წევრი სახელმწიფოებიდან 300 000-ზე მეტი სამხედრო მაღალ მზაობაში ჰყავდეს. რას ნიშნავს სწრაფი რეაგირების ძალები? იხილეთ ჩვენს ვიდეოში.
მეტის ჩატვირთვა