"კრიტიკაზე ჩვენი პასუხი საბოლოო შედეგებია.რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ 2018 წელს, კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ როგორც პროფესიონალებმა. ვიმედოვნებ, ამჯერად ასეთი უაზრო კრიტიკა არ იქნება და ყველა მოიქცევა პროფესიონალურად", - ამბობს ნინო ჯაფარიძე, "ედისონ რისერჩის" ვიცე-პრეზიდენტი.
მოსახლეობამ იცოდა, რომ კანონპროექტი შესული იყო პარლამენტში, მის არსს ძალიან კარგად იგებს მოსახლეობა და ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა ეს ცვლილება ჩააგდო. მოსახლეობის უმეტესობა, ანუ იმათი 87 %, ვინც ამ შეკითხვას პასუხი გასცა ან იცოდა ცვლილებების შესახებ, ამბობს, რომ ამ ცვლილებას ემხრობა.