კლიმატის კვირეულის დროს, აქტივისტებმა ნიუ-იორკში დემონსტრაცია მოაწყვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამერიკის მთავრობისგან კლიმატის ცვლილებების შესამსუბუქებლად, მეტ ქმედებას და წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე უარის თქმას ითხოვდნენ.
დაძაბულობაა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე, სადაც ათასობით მიგრანტის ერთბაშად მიწყდომამ კრიზისული ვითარება შექმნა და ადგილობრივებში მღელვარება გამოიწვია. კუნძული ტუნისს და იტალიას შორის მდებარეობს და მას მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში შესაღწევად იყენებენ.
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 22 წელი სრულდება. 2001 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმას, ჯამში 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გთავაზობთ საბა გუჯაბიძის ფოტორეპორტაჟს ნიუ-იორკის 11 სექტემბრის მემორიალიდან.
ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის ფრენკ ლოიდ რაიტის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად გუგენჰაიმის მუზეუმი ითვლება, რომელიც ნიუ-იორკს ამშვენებს. რაიტი ბუნებასთან შერწყმული, ე.წ. ორგანული არქიტექტურის ფუძემდებლად მიიჩნევა. მუზეუმის ფოტოები ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ლალი ზეიკიძემ მოგვაწოდა.
„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პეტერბურგში, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. სასაფლაოსთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იყო მიღებული, კამერებმა პოლიციაც დააფიქსირეს.
მიგრანტები მექსიკის საზღვართან მდებარე მდინარე რიო-გრანდეს ძირითადად ღამით კვეთენ. უმეტესად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მომავალი ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას და თავშესაფრის მიღებას ცდილობენ. ეს ფოტოები ტეხასის შტატში მდებარე სასაზღვრო დასახლება იგლ-პასთანაა გადაღებული.
ევროპის სამხრეთში ექსტრემალური სიცხის ტალღები გრძელდება. ხანძრები მძვინვარებს ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნებში, მათ შორის საბერძნეთში და იტალიაში.
უკრაინელთა ნაწილს კახოვკის კაშხლის დანგრევიდან ერთი თვის შემდეგ, ისევ დანგრეულ სახლებში უწევს ცხოვრება. რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფლებში ბევრგან ქუჩები და სახლები ისევ დატბორილია, ან ტალახითაა სავსე. მოსახლეობა წყლის და სხვა მინიმალური საარსებო საშუალებების დეფიციტთან გამკლავებას ცდილობს.
4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ტრადიციულად ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ამერიკის დედაქალაქიდან.
ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღლუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში მყოფმა უკრაინელმა იმიგრანტებმა. ამ ფორმით უკრაინულმა დიასპორამ ამერიკელი ხალხისადმი მადლიერება გამოხატა.
მეტის ჩატვირთვა