მოქმედებების რა არჩევანი ჰქონდა საქართველოს მაშინ, როცა რუსეთში, სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში, "ვაგნერის" კერძო შეიარაღებულმა მებრძოლებმა რამდენიმე რუსული ქალაქი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს?
ამერიკელმა კანონმდებლებმა, ნატოს მოახლოებული ვილნიუსის სამიტის შესახებ, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. საქართველოს შესახებ, დაისვა კითხვები და გამოითქვა შეშფოთებები - "ამერიკის ხმა", "ფორმულაზე"
ვაშინგტონში ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუ თბილისის დახმარებით, მოსკოვის მიერ სანქციების გვერდის ავლა დადასტურდება, დასავლური სანქციების პირისპირ, შესაძლოა, თავად საქართველო აღმოჩნდეს, - მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ეს არავის სურს.
ვაშინგტონი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე უმასპინძლებს. მანამდე კი, ერევანი და ბაქო, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ საუბრობს.
რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, 2022 წელს? - კითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი, რეზონანსული აღმოჩნდა. გაისმა შეფასებები, რომ პრემიერ-მინისტრმა, რუსული პროპაგანდის გზავნილები გაავრცელა. გაჩნდა კითხვები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებასთან და მის პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით.
როგორ გამოიყურება შავი ზღვს რეგიონი, ნატოს მოახლოებული სამიტის კონტექსტში და ვაშინგტონის გრძელვადიან ხედვაში? უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ანალიტიკოსები, დასავლელი პოლიტიკოსები, შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ - უფრო მეტს სიუჟეტში გიამბობთ.
უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის დანახარჯები შემოსავალს აჭარბებს. რუსეთზე დაწესებული საქნციები მოიცავს რუსი ოლოგარქების აქტივებს $58 მლრდ. ოდენობით და სუვერენულ აქტივებს - $300 მლრდ. ევროკომისიის დათვლით, რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, უკრაინის ეკონომიკას $650 მლრდ. ოდენობის ზიანი მიადგა.
საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასმა, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, შეერთებულ შტატებში საგასტროლო ტური ვირჯინიიდან დაიწყო და მას მეისონის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დასის ამერიკაში ვიზიტს, ვრცელი სტატიები მიუძღვნა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემებმა. საგასტრროლო ტურმა, ხუთი შტატი მოიცვა.
მეტის ჩატვირთვა