აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლეონ პანეტა საქართველოსთვის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს. "არა პუტინმა, არა სი ძინპინმა, არა ვინმე სხვამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა უნდათ მომავლისთვის", - ამბობს პანეტა.
ორი წელი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. პრეზიდენტ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, გენერალი ჯეიმს ჯონსი ამბობს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მსოფლიომ ნათლად დაინახა რუსული ჯარის სისუსტეები და უკრაინული მხარის ძლიერება.
თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში დაგლას ლუტი ფიქრობს, რომ დასავლეთი უკრაინას აწვდის საკმარისს იმისთვის,რომ ომში არ დამარცხდეს, მაგრამ არა იმდენს, რომ ეს ომი მოიგოს. სრულმასშტაბიანი ომის ორი წლისთავზე დიპლომატი და ყოფილი სამხედრო მეთაური ამბობს, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს
ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პარლამენტის სპიკერები ვაშინგტონში ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდნენ. ისინი დასავლელ კოლეგებს უხსნიან, რომ დრო გადამწყვეტია და თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ნატოს წევრ, ქვეყნებს შეუქმნის საფრთხეს. ინტერვიუ ლატვიის პარლამენტის სპიკერ დაიგა მიერინასთან.
ნატომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. კრემლში ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა და ნატოს წვრთნებს მათგან საპასუხო სამხედრო ქმედება მოჰყვება- რა მნიშვნელობა აქვს ამ წვრთნებს, რითია ის გამორჩეული და რა შესაძლო სამხედრო პასუხზე საუბრობს რუსეთის ხელისუფლება.
შვედეთმა ნატოში გაწევრიანება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, თურქეთი პარლამენტი შვედეთის ნატოში წევრობას დათანხმდა. რას ნიშნავს ეს ნაბიჯი ევროპის სტაბილობისთვის? ასევე, როგორ ხედავს შვედი მაღალჩინოსანი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
რუსეთი ომში ვერ იმარჯვებს და ახლა იმედებს დასავლეთში პოლიტიკური ნების დაკარგვაზე ამყარებს, ამბობს ჰოჯესი. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ბაზის აშენება საქართველოში დიდი ინვესტიციების შედინებას საფრთხეს შეუქმნის და რომ სუვერენიტეტის დარღვევაში საქართველომ რუსეთი სისტამატურად უნდა ამხილოს.
მეტის ჩატვირთვა