როგორ იცვლებოდა უკრაინის მიმართ, დასავლეთის სამხედრო დახმარება, ომის სხვადასხვა ფაზაში? რა შეიარაღებას ეყრდნობა უკრაინა ახლა, როცა რუსული ძალების წინააღმდეგ, წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს - ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოსთან, სანდრო წერეთელთან.
საქართველო 100000 ტონა მარცვლეულს აწარმოებს, 5-ჯერ მეტი კი რუსეთიდან შემოაქვს. უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა საქართველოს ხორბლის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც ქვეყანას ფქვილის ყიდვა უფრო ძვირად უწევს. ამის გამო აშშ საქართველოს მთავრობას ქვეყნის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ.
როგორია რუსული ნარატივი საქართველოში; რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს ამერიკის ელჩის წინააღმდეგ დაწყებული ანტიდასავლური კამპანია და რა კითხვებს აჩენს მთავრობის განცხადებები დასავლეთში - ამ თემებზე, გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს ვესაუბრეთ.
რუსეთის მხრიდან მორიგი იერიშის მოლოდინში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანა ტერიტორიებს დაიბრუნებს. როგორ ხედავენ დასავლეთში უკრაინის მომავალს, რა გავლენა აქვს მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე და რას ნიშნავს ომის ფონზე ნატოს გაფართოება ევროპისთვის.
„ამერიკას არ სურს საქართველოს რაიმე ტიპის ომში ჩართვა“- ეს განმარტება კონგრსემენმა ადამ კინზინგერმა რამდენჯერმე გააკეთა. წარმომადგენელთა პალატის წევრი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის საქართველოს პარტნიორ ქვეყანაში
მოახერხებს თუ არა უკრაინა კონტრშეტევის წარმატებით განხორციელებას, რა სირთულეები აქვს მას ამ კუთხით და რას ითხოვს კიევი დასავლეთისგან, ექსკლუზიური ინტერვიუ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ, მიხაელო პოდოლიაკთან.
ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია და ცუდ მესიჯს აგზავნის ვაშინგტონში. კონგრესმენი გასულ კვირას საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების ინიციატივითაც გამოვიდა და თქვა, რომ საქართველომ მეტი იარაღი უნდა მიიღოს.
როგორ აფასებენ უკრაინის შანსებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთში და რამდენად წარმატებული იქნება უკრაინის კონტ-შეტევა? ამ და სხვა თემეებზე, ანი ჩხიკვაძის ინტერვიუ სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოსს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელ, ელიოტ კოეთან.
„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი ამბობს, რომ მიუხედავად თურქეთის დიპლომატიური ჩართულობისა და რუსეთთან ურთიერთობისა, მის გეოსტრატეგიულ ინტერესებს გამარჯვებული უკრაინა, ძლიერი ნატო და დამარცხებული რუსეთი უფრო შეესაბამება, ვიდრე - ამ მოვლენების საპირისპირო სცენარით განვითარება.
მეტის ჩატვირთვა