საქართველოში ანტი-ამერიკულმა განწყობებმა ბოლო პერიოდში მოიმატა. ამ კამპანიის ერთ-ერთი სამიზნე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანია. რა იწვევს ამ განწყობებს? რატომ ვხედავთ ამ ტენდენციას ამ მომენტში? ასევე, რას ნიშნავს ეს კამპანია აშშ-საქართველოს ურთიერთობისთვის? ამ თემებზე აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი საუბრობს.
უკრაინისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი დამარცხდეს და იქ კიდევ შეჭრა ვერ შეძლოს, ამბობს სენატორი ერნსტი. საქართველომ, მისი თქმით, პოზიტიურობა უნდა შეინარჩუნოს და ევროკავშირისკენ სვლა გააგრძელოს, თუმცა სოციალურად კონსერვატიულ ქვეყანას საკუთარი ღირებულებების შენარჩუნების საშუალება უნდა ჰქონდეს.
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევას იწყებს და დროებით ოკუპირებული ქალაქებიდან ოკუპანტების განდევნას მთავარ მიზნად ასახელებს. კიევში კი დასავლეთის დახმარება ჩადის. რა ხდება უკრაინაში და ასევე როგორ მუშაობს დასავლური სამხედრო დახმარება? ინტერვიუ გენერალ (თადარიგის) ბენ ჰოჯესთან.
ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ მადრიდის სამიტი ისტორიული იქნება, თუკი ყველა დაპირება შესრულდება. ისტორია კი ლიდერებს იმის მიხედვით განსჯის, თუ რამდენად შეძლებენ ისინი, აღარ შეუშინდნენ რუსეთის მუქარას, არ იღელვონ რიტორიკაზე და დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში.
"საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვიცით ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ სურვილს ჩვენც ვიზიარებთ და ამიტომაც ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ამ მიზანს"- ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მეტის ჩატვირთვა