„ფრიდომ ჰაუსის" ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო, რომელიც დემოკრატიის ინდექსით “ნახევრად თავისუფალი” ქვეყნების სიაშია, ინტერეტის თავისუფლების კუთხით „თავისუფალ“ ქვეყნადაა შეფასებული. კვლევის მთავარ მიგნებებზე და საქართველოს გამოწვევებზე ორგანიზაციის ევრაზიის მკვლევარს, გრანტ ბეიკერს ვესაუბრეთ.
„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. სხვაგვარად ევროპაში, სარკეში ჩახედვისაც შეგვრცხვება“, - ამბობს ურმას რეინსალუ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ის საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს იმ პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეაფერხა.
ბონი ჯენკინსი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტს აფასებს. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შესვლაზე; რამდენად რეალურად მიაჩნია ბირთვული ომის საფრთხე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში ამერიკის პასუხი;
„ჩვენ გავცდით იმ დროს, როცა დაპირებები და სლოგანები საკმარისია, ჩვენ რეალური ნაბიჯების, რეფორმებისა და ცვლილებების დანახვა გვსურს“, - ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. რინკევიჩი უკვე 11 წელია, ამ პოსტს 4 პრემიერ-მინისტრის კაბინეტში იკავებს.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიაზე ამბობს, რომ ამერიკის ელჩს ვაშინგტონიდან სრული მხარდაჭერა აქვს და მიუხედავად იმისა, რამდენად მწვავეა განცხადებები, ამერიკა არ აპირებს დადუმდეს იმ ღირებულებებზე, რაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.
სრული აბსურდია, რაც საქართველოს მთავრობისგან გვესმის, თითქოს, ვინმეს დასავლეთში საქართველოს ომში ჩათრევა სურდეს- ასეთ განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კიბილიუსი.კუბილიუსი ამბობს, რომ ევროკავშირს და ზოგადად დასავლეთს, მხოლოდ საქართველოს გაძლიერება, მისი სტაბილურობა და უსაფრთხოება სურს.
მეტის ჩატვირთვა