„არჩევანი საქართველოს და მისი მთავრობის გასაკეთებელია,თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს,რომ შესაძლოა არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად“-ამბობს ლატვიის პირველი დიპლომატი ედგარს რინკევიჩი
მოლდოვა რუსეთს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. კიშინიოვი გადატრიალების მცდელობაზე, ბომბების შესახებ 400-ზე მეტ ყალბ შეტყობინებაზე, კიბერთავდასხმებსა და უცხოეთიდან დაფინანსებულ მასობრივ დემონსტრაციებზე საუბრობს. ინტერვიუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკუ პოპესკუსთან.
"რაოდენობას აზრი არ აქვს, თუ არ გყავს ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ მათი უპირატესობა სწორად გამოყენება", - ამბობს კანადელი თადარიგის გენერალი რიკ ჰილიერი. ყოფილი სამხედრო ლიდერის აზრით, მთელი მსოფლიოს მოქალაქეები უკრაინის დახმარებით, საკუთარ დემოკრატიასა და ცხოვრების წესსაც იცავენ.
საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვა დაიწყო. მის ინიცირებას საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. "ამერიკის ხმა" განხილვების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს სხვა თემებთან ერთად კანონპროექტზეც ესაუბრა.
"უკრაინელები ყოველდღიურად მეტ ძალას იკრებენ, რაც უფრო მეტ ახალ იარაღს და ახალ წვრთნებს იღებენ. ამ გაზაფხულზე იქნებიან ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაში, ვიდრე - გასულ წელს იყვნენ. არ არსებობს მიზეზი, რატომაც შეიძლება, რომ მათი შეტევა არ იქნება წარმატებული", - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი მარკ ქანსიანი.
მეტის ჩატვირთვა