ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ მსოფლიომ და დასავლელმა ლიდერებმა უკრაინის ჯარს დრო უნდა მისცენ და დაელოდონ მათ გადაწყვეტილებებს. კონტრშეტევისგან უდიდესი მოლოდინების პარალელურად, გენერალი ყველას სიმშვიდისა და მოთმინებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალი პიტერ ზვაკი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის წარუმატებელმა ბრძოლამ კრემლს რამდენიმე დიდი გამოწვევა შეუქმნა. მისი თქმით, პუტინის რეჟიმისთვის ეს სტრატეგიულად საშიში დროა, რადგან ომში წარუმატებლობა აქამდე დამალულ რუსეთის შიდა-პოლიტიკურ და სამხედრო სისუსტეს წარმოაჩენს.
რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს თბილისს, ნატოს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით - ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისგან ენთუზიაზმს ვერ ხედავს.
თურქეთში 14 მაისს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. შეძლებს თუ არა ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის გახანგრძლივებას, თუ გაერთიანებული ოპოზიცია მის დამარცხებას მოახერხებს? ინტერვიუ "ბრუკინგსის ინსტიტუტის" მკვლევარ ასლი აიდენტაშბაშთან.
საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი აჩენს კითხვებს იმის შესახებ, შეარყევს თუ არა ეს მოკავშირეების ნდობას ამერიკის მიმართ, შეაფერხებს თუ არა ის სადაზვერვო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და ასევე, მოახდენს თუ არა გავლენას უკრაინის კონტრიერიშის გეგმებზე.ინტერვიუ თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან
საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა აჩენს კითხვებს იმის შესახებ, შეარყევს თუ არა ეს მოკავშირეების ნდობას აშშ-ის მიმართ, შეაფერხებს თუ არა ის სადაზვერვო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და მოახდენს თუ არა გავლენას უკრაინის კონტრიერიშის გეგმებზე. ამ კითხვებს თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი პასუხობს.
ფინეთის ნატოში გაწევრიანებით რუსეთსა და ალიანსს შორის საზღვარი გაორმაგდა. აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კეი ბეილი ჰაჩისონი იმედოვნებს, რომ ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება. მისი თქმით, ნატოს კარი საქართველოსთვის ღია რჩება და რომ ქვეყანამ იცის ალიანსის წევრობისთვის რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.
მეტის ჩატვირთვა