შეიცვლება თუ არა ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ? სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე მომავალ სახელმწიფო მდივანს საქართველო არ უხსენებია, თუმცა ის საქართველოზე "ამერიკის ხმას" ბოლოს მაისში ესაუბრა.
საპრეზიდენტო ვადის ბოლოს პრეზიდენტმა ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მიღწევებზე ისაუბრა. ის სახელმწიფო დეპარტამენტში დიპლომატებს შეხვდა, შემდეგ კი თეთრი სახლიდან ამერიკელ ხალხსაც მიმართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით. დონალდ ტრამპი კი პირობას დებს, რომ ქვეყნის მიმართულებას შეცვლის.
როგორ ჩაიარა პირველმა კვირამ ამერიკის კონგრესში, სადაც ორივე პალატას ახლა რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს და რა გეგმები აქვთ მიმდინარე კვირაში? „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი მაია ქვარცხავა კაპიტოლიუმის ბორცვზე მომხდარ კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს.
ამერიკა 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას გლოვობს. მისი ცხედარი ორი დღით ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში დაასვენეს. ცნობილი ჰუმანიტარისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის მებრძოლი ლიდერისადმი პატივის მისაგებად, ცერემონიები მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით იმართება.
მეტის ჩატვირთვა