ახალი კორონავირუსით საქართველოში მესამე ადამიანი დაიღუპა, 86 წლის ქალბატონი ინფექციური პათოლოგიის ცენტრში დღეს გარდაიცვალა. ინფიცირებული 196 ადამიანია, 46 გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზით, კვირის ბოლომდე Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგდება.
დაცემინების დროს, ინფექციური ორგანიზმები ნერწყვის შხეფებთან ერთად ვრცელდება. როგორ დავიცვათ გარშემომყოფები დაავადებების გადადებისგან?
დარჩი სახლში - სოციალური დისტანცირება კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად აუცილებელია.
ვირუსულმა პანდემიამ ბევრ ქვეყანას რადიკალური ზომები მიაღებინა და მათი ჯანდაცვის სისტემები უკიდურეს ზღვრამდე მივიდა. პანდემიის წყაროსთან გეოგრაფიულად ახლო მყოფ იაპონიაში კი საკმაოდ განსხვავებული ვითარებაა.
მეტის ჩატვირთვა