კალიფორნიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, შტატის 40 მილიონი მოსახლე ვალდებულია მაქსიმალურად შინ დარჩეს. აპირებს თუ არა კალიფორნია საავადმყოფოების აშენებას? როგორ ისჯებიან ქუჩაში აუცილებლობის გარეშე გასული პირები? "მაესტროს" კითხვებს ვაშინგტონიდან "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი მაია ქვარცხავა პასუხობს.
ყველაზე მეტად ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით სამხრეთ კორეა დაზარალდა. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, მთავრობამ ბევრ სხვადასხვა ზომას მიმართა. მათ შორის - ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გაიხსნა გზისპირა, ე.წ. მობილური კლინიკები, სადაც ანალიზის ჩაბარება მანქანიდან გადასვლის გარეშეა შესაძლებელი.
კორონავირუსის შესახებ ქართველ ექიმს ამერიკაში, ზურაბ გურულს ვესაუბრეთ. ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი და მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორია.
მეტის ჩატვირთვა