ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიის დასრულებისგან შორს ვართ - გებრეიესუსი


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ორშაბათს, ჟენევაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, მან ისაუბრა ევროპაში ინფიცირების შემთხვევების კლებაზე და საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქების მიმდინარე პროცესზე. შემდეგ, ყველა ქვეყანას მოუწოდა, გააგრძელონ ინფიცირებულების" გამოვლენა, იზოლირება, ტესტირება და მკურნალობა", რათა კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევების შემცირება კარგი ნიშანია, განაცხადა გებრეიესუსმა. თუმცა, "პანდემია დასრულებისგან შორსაა", მითუმეტეს - მონაცემების ზრდის ტენდენციის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და აზიის ზოგიერთ ნაწილში - თქვა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეშფოთებულია იმით, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გამო მიღებულმა ზომებმა, როგორიცაა მაგალითად საზღვრების დაკეტვა, გამოიწვია ვაქცინების და სამკურნალო საშუალებების დეფიციტი. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მთელ მსოფლიოს სოლიდარობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდება, თუ მსოფლიო არ გაერთიანდა.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაავადების 3 086 832 შემთხვევა ფიქსირდება. აქამდე აღრიცხულია 212 665 სიკვდილის ფაქტი. ინფიცირებულებს შორის 935 108 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG