შეერთებულ შტატებში ამინდის გაუარესების გამო გუშინ 6400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა. მგზავრები იძულებულნი არიან ღამე აეროპორტებში გაათიონ. ამინდის გაუარესებამ განსაკუთრებული შეფერხებები ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში გამოიწვია. ჩიკაგოს აეროპორტი სავარაუდოდ ხუთშაბათამდე დაიხურა. ქვეყნის ბევრ ქალაქში ასევე დაკეტილია სკოლები და ადგილობრვი მთავრობების შენობები. უამინდობის გამო ჩიკაგოში სკოლების დახურვა ბოლო 12 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა.
ამინდის გაუარესების გამო გუშინ 6400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა