ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიის ურანის საბადო


დავა კომპანიასა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
მსოფლიოში ყველაზე დიდი ურანის საბადო ამერიკაში ვირჯინიის შტატში მდებარეობს და ის 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ბრაიან პადენი საბადოს ადგილიდან იუწყება მომპოვებელ კომპანიასა და მის ოპონენტებს შორის საბადოს გაფართოვების თაობაზე მწვავე ბრძოლა მიმდინარეობს.
როგორც კომპანუია „ვირჯინიის ურანი“ აცხადებს, კოლის მთის ძირში დაახლოებით 53 მილიონი კილოგრამი ურანის მადანი ინახება. კომპანიას მოპოვებითი სამუშაოების დაწყებაზე შტატის ხელმძღვანელობის ნებართვა სჭირდება. თუმცა, ამ ადგილზე საძოვრებია, რასაც ადგილობრივი ფერმერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. კომპანიის წარმომადგენელი პატრიკ უელსი მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება შტატის ადგილობრივი ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება.
„ჩვენ ვართ ვირჯინიაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ორნიშნა ციფრია. ვირჯინიის ამ ნაწილში საშუალო შემოსავალი 30 ათას დოლარზე ნაკლებია. ამდენად, საქმე არამხოლოდ ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას ეხება, არამედ ეს ასევე იქნება მაღალანაზღაურებადი სამუშაოც,“- ამბობს უელსი.
მისი თქმით, ურანის მოპოვების დაწყებით, შეერთებული შტატები მაღალი რადიოაქტიური მეტალების იმპორტზე დამოკიდებული აღარ იქნება, რაც ქვეყნის 104 ბირთვული რეაქტორის მუშაობისთვისაა აუცილებელი.
თუმცა, დებორა ფერუციო და რეგიონის სხვა აქტივისტები კომპანიის დაბლოკვას ცდილობენ. ფერუციო ამბობს, რომ ურანის საბადოს გახსნა გარემოს ფართომასშტაბიან დაბინძურებას გამოიწვევს. მაღალი დონის ტოქსიკური მინარევები წყალს შეერევა, მოიწამლება ატმოსფეროც:
„მათ იციან, რომ ნარჩენების შენახვა შეუძლებელია. მათ იციან, რომ დაბინძურების შემცირების მცდელობის მიუხედავად, ნარჩენების გაჟონვა მაინც ხდება“
კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ისინი ყველა ზომას მიიღებენ, რათა არ მოხდეს წყლის და ატმოსფეროს დაბინძურება.
„ეს ჩვენი სავალდებულო პასუხისმგებლობაა, რომ მადანის უსაფრთხოდ მოპოვების დემონსტრირება განვახორციელოთ,“ - ამბობს პატრიკ უელსი.
1978 წელს შეერთებული შტატების ბირთვული რეგულაციების კომისიამ ურანის მოპოვებაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა. კომისიის ექსპერტი ბილ ვონ ტილი ამბობს, რომ თუკი ვირჯინიის შტატი ურანის საბადოს გახსნის ნებართვას გასცემს, კომპანიამ მაშინ თავად კომისიის მკაცრი რეგულაციები უნდა დააკმაყოფილოს,.
„საბოლოოდ, თუკი ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ჩვენს კრიტერიუმებს და ვერ დაგვარწმუნებენ გარემოს და საზოგადოების ჯანდაცვის უსაფრთხოებაში, ლიცენზიას არ გავცემთ,“ - ამბობს ბინ ვონ ტილი.
ამჯერად კომპანიის მოთხოვნას ვირჯინიის გენერალური ასამბლეა განიხილავს.
XS
SM
MD
LG