სამხრეთ კორეაში განლაგებულ ამერიკული სამხედრო კონტინგენტი იძულებულია ორ არატრადიციულ ფრონტზე იბრძოლოს, ერთია უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება და მეორე იმის მოსალოდნელი საფრთხე, რომ სეულთან ხარჯების გაზიარებაზე არსებული დავის გამო, შესაძლოა ამერიკულ ბაზებზე დასაქმებული ათასობით სამხრეთ კორეელი დროებით დაითხოვონ.
ამ კვირაში, კორეაში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე მაღალი დონის მზადყოფნა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ერთი სამხედრო მოსამსახურე და ორი ადამიანი, რომელიც ბაზას ეწვია, კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის გამო, შეერთებულმა შტატებმა და კორეამ დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნები სწრაფად გადადეს, ბაზაზე შემსვლელთათვის ტემპერატურის გაზომვა და სხვა ზომები შემოიღეს და ჯარისკაცებისთვის ბაზიდან გასვლა შეზღუდეს.
ამისგან დამოუკიდებლად, პარასკევს, შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ თავის 9 ათას კორეელ თანამშრომელს, შესაძლო 30 დღიანი დროებითი დათხოვნის შესახებ შეატყობინა.
ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, სჯერათ, რომ ვირუსის შეკავებას შეძლებენ და ასევე ეძებენ დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს, რათა თანამშრომლების დროებით დათხოვნა შეანელონ.
Facebook Forum