ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლისა და ახალი დაინფიცირების შემთხვევები მატულობს


სამხრეთ კორეაში სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიერ მოხმარებულ სამედიცინო ნარჩენებს უსაფრთხო ადგილზე აგროვებს
სამხრეთ კორეაში სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიერ მოხმარებულ სამედიცინო ნარჩენებს უსაფრთხო ადგილზე აგროვებს

ჩინეთი და სამხრეთ კორეა აცხადებენ, რომ ორივე ქვეყანაში კორონავირუსით (კოვიდ-19) დაინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამ ფონზე მსოფლიო საფონდო ბირჟებზე მეორე დღეა ფასების მასშტაბური ვარდნა ფიქსირდება, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი კონგრესს კორონავირუსის დასამარცხებლად 2,5 მილიარდ დოლარს სთხოვს.


ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, დაფიქსირდა 71 გარდაცვალების და 508 ახალი დაინფიცირების შემთხვევა. ამ მონაცემებით, ჩინეთში დღემდე კოვიდ-19-ის შედეგად 2,663 ადამიანია გარდაცვლილი და 77,500 ადამიანი დაინფიცირებულია.


ჩინეთის გარეთ, დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაში ფიქსირდება, სადაც ვირუს დაახლოებით 900 ადამიანს აქვს. დღევანდელი მონაცემებით, იქ 8 ადამიანი გარდაიცვალა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა “გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა” ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს კონგრესს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ორ-ნახევარი მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, რაც ვაქცინის შემუშავებას, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებისა და დამცავი აღჭურვილობის ყიდვას მოხმარდება.

დემოკრატებმა ტრამპის გეგმა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ თეთრი სახლი საკმარისს არ აკეთებს და ბიუჯეტიდან თანხების კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯანდაცვის სხვა პრიორიტეტებისგან გადატანა სურს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG