ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულში აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია ჩავიდა


ჩრდილოეთ კორეის საკითხებთან დაკავშირებით, სეულში აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაცია შეხვდება როგორც ადგილობრივ, ისე იაპონელ დიპლომატებს. ეს მხარეების პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გაშვების მცდელობა განახორციელა გასულ თვეს. რაკეტა აფრენიდან ორ წუთში აფეთქდა. სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიპლომატის, ლიმ სუნგ ნამის განცხადებით, თუ ფხენიანი მზად იქნება განსხვავებულ გზას დაადგეს, ამაში მას სამხრეთ კორეა მეგზურის როლს გაუწევს.

XS
SM
MD
LG