რეიდებისა და დეპორტაციის სცენები - გრძელდება უსაბუთო იმიგრანტთა აშშ-დან გასახლების პროცესი
ამერიკიდან უსაბუთო იმიგრანტთა დეპორტაცია გრძელდება. რეიდები ახლა სკოლებში, საავადმყოფოებში და ეკლესიებშიც ნებადართულია. უსაბუთო იმიგრანტთა გასახლება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, მათ შორის - კუბის ტერიტორიაზე მდებარე გუანტანამოს ციხეშიც ხდება. მთავარი სამიზნე კრიმინალური წარსულის მქონე იმიგრანტებია.

1
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილება (HSI) ქალაქ ნიუ-იორკში რეიდს აწყობს. ნიუ-იორკის შტატი, აშშ.

2
დაკავებული მიგრანტები მექსიკის საზღვრისკენ მიჰყავთ. ქ. მაკალენი, ტეხასის შტატი, აშშ.

3
ტეხასში მობილიზებულია ეროვნული გვარდია, რომელიც საზღვრის დაცვაში მონაწილეობს. ქ. მაკალენი, ტეხასი, აშშ.

4
იმიგრაციისა და საბაჟო განყოფილების (ICE) აგენტების რეიდი ქ. ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ.
Facebook Forum